ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის სხდომა
ბათუმის საკრებულოში დღეს გამართულ ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის სხდომაზე კომისიის წევრებმა ქალაქ ბათუმში, ადლიას I ჩიხის №6/6ბ-ში მდებარე მიწის ნაკვეთებზე წარმოდგენილ გეგმარებით ერთეულზე განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების საკითხი განიხილეს.
წარმოდგენილი პროექტით, აღნიშნულ ტერიტორიაზე შპს ,,ნიუ ლაიფსტაილი’’ გეგმავს საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას, მათ შორის საზოგადოებრივი სივრცეების, გამწვანების, დახურული მიწისქვეშა და ღია მიწისზედა ავტოსადგომების მოწყობას. განაშენიანების დეტალური გეგმის საფუძველზე, განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გადამეტებისათვის, განსაზღვრულია მაკომპენსირებელი ღონისძიება.
კომისიამ ასევე განიხილა ბათუმის ბულვარის დაცვისა და განვითარების გეგმაში ცვლილების შეტანის საკითხი. ცვლილება ითვალისწინებს, მასშტაბით და ადგილმდებარეობით შეუსაბამო ობიექტის ნაცვლად, შადრევნის და სარეკრეაციო სივრცის მოწყობას.
სხდომას ინფრასტრუქტუ
22 აპრილს, 11 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№37, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა)













