საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ბათუმის ოფისის გახსნა
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე და საკრებულოს წევრები, ქალაქის მერთან გიორგი ცინცაძესთან ერთად, საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ბათუმის ოფისის გახსნის ღონისძიებას დაესწრნენ.
საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ქვეყნის მასშტაბით უპრეცედენტო მულტისპორტული პროექტია, რომელიც საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივითა და მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.
პროექტის მიზანია სპორტის პოპულარიზაცია, ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენა, რეგიონების ჩართულობის გაზრდა და მომავალი ოლიმპიელების აღმოჩენა.
ფესტივალის ფინალური ეტაპი ბათუმში 2026 წლის 2-6 ივნისს გაიმართება და მასში საქართველოს ყველა რეგიონიდან 1200-მდე სპორტსმენი იასპარეზებს.
ღონისძიებას საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
22 აპრილს, 11 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№37, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა)













