საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში, ძველი საიტის სანახავად ეწვიეთ ბმულს.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო - BATUMI MUNICIPALITY CITY COUNCIL

კონფერენცია

კონფერენცია

17 აპრილი 2026

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ივანე მაისურაძე და ქალაქის მერი გიორგი ცინცაძე, ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ ორგანიზებულ კონფერენციას დაესწრნენ.   
კონფერენცია სახელწოდებით ,,შავიზღვისპირეთის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა - რეალობა და პერსპექტივები“,  მიზნად ისახავდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვისა და მართვის მიმართულებით ინფორმაციის გაცვლას, ახალი ცოდნის გაზიარებას, სამეცნიერო-კვლევითი და კულტურულ-საგანმანათლებლო ხასიათის ურთიერთობების  ჩამოყალიბებას.
ღონისძიების ფარგლებში, ლაზური ნავის „ფელუკას“ ერთადერთ ოსტატს და „ცოცხალი საუნჯის“ სტატუსის მატარებელს - მირიან ნუმანიშვილს ,,ლაზური ნავის  სამშენებლო ტრადიციების შენარჩუნებაში შეტანილი წვლილისათვის“ სპეციალური სიგელი და ჯილდო გადაეცა. გაიმართა ტრადიციული ნავთმშენებლობის შესახებ ვიდეორგოლისა და მონოგრაფიის „ლაზური ეთნოლოგიური ლექსიკონის“ პრეზენტაცია. მოეწყო მარინისტული თემატიკის ფერწერული ნამუშევრების გამოფენა.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილე ირმა აბულაძე, აჭარის  კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს დირექტორი ლაშა მიქელაძე, მოადგილე სოფო სანიკიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების და კულტურის  მინისტრი გიორგი ძაძამია და კონფერენციის სხვა მონაწილეები.

ანონსი
საკრებულოს რიგგარეშე სხდომა

22 აპრილს, 11 საათზე,  გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა 
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№37, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა)