საქართველოს რაგბის კავშირის აჭარის ფილიალის მიერ ორგანიზებულ შეხვედრა
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ივანე მაისურაძე და ქალაქის მერი გიორგი ცინცაძე საქართველოს რაგბის კავშირის აჭარის ფილიალის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში მონაწილეობდნენ.
შეხვედრის ფარგლებში, აჭარის რაგბის კავშირის ხელმძღვანელმა ილია ვერძაძემ დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა ორგანიზაციის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, განხორციელებული პროექტები და სამომავლო გეგმები, რომლებიც მიზნად ისახავს რეგიონში რაგბის განვითარებისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობას.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბავშვთა რაგბის პოპულარიზაციას, სამსაჯო და სამწვრთნელო კადრების გადამზადებასა და შესაბამისი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი დავით კაჭარავა, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის
წარმომადგენლები.
22 აპრილს, 11 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№37, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა)













