საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისია
საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის დღეს გამართულ სხდომაზე კომისიის წევრებმა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, აუქციონის წესით, სარგებლობის უფლებით განსაკარგი უძრავი ქონებების საწყისი წლიური სარგებლობის საფასურის განსაზღვრის თაობაზე იმსჯელეს.
პროექტით ხორცელდება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სარგებლობის უფლებით, აუქციონის წესით სარგებლობაში განსაკარგი უძრავი ქონების (არასაცხოვრებელი ფართების) საწყისი წლიური სარგებლობის საფასურის განსაზღვრა, შემდგომი განკარგვის მიზნით. განსაკარგი ქონების წლიური სარგებლობის საფასური განისაზღვრება სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“-ს შეფასებების საფუძველზე.
კომისიამ ასევე განიხილა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მეორადი ქვაფენილების სსიპ „საქართველოს საპატრიარქო“-სათვის უსასყიდლოდ სარგებლობაში გადაცემის თაობაზე მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის საკითხი.
კომისიის წევრებმა წარმოდგენილი საკითხების საკრებულოს სხდომაზე განხილვას მხარი დაუჭირეს.
სხდომას საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის თავმჯდომარე გოჩა მგელაძე უძღვებოდა.
22 აპრილს, 11 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№37, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა)













