ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
2018 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა
22 ნოემბერი 2017
 

2018 წლის ბიუჯეტის პროექტი იყო დღეს საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის მთავარი განსახილველი თემა, რომელსაც კომისიის ახალი თავმჯდომარე ირაკლი პატარიძე უძღვებოდა. მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, განათლებისა და კულტურის პროგრამებზე, კერძოდ: დასვენება, კულტურა და რელიგია -18,052,600 ლარი, ხოლო განათლების პროგრამებზე 14,217,600 ლარია გამოყოფილი. კომისიის სხდომაზე მუნიციპალიტეტის შპს-ებისა და ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელებმა დეტალურად ისაუბრეს წარმოდგენილი ბიუჯეტის კონკრეტულ პროგრამებზე. სხდომაზე გამოთქმული შენიშვნები და რეკომენდაციები კომისიის საბოლოო დასკვნაში აისახება და წარედგინება საკრებულოს საფინასო-ეკონომიკურ კომისიას კიდევ ერთხელ განსახილველად.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 3419
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები