2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
რიგგარეშე სხდომა ბათუმის საკრებულოში
21 ნოემბერი 2017
ბათუმის საკრებულოს ახალმა მოწვევამ დღეს რიგგარეშე სხდომა გამართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე უძღვებოდა. რიგგარეშე სხდომაზე საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ხუთი საკითხი განიხილეს. 2017 წლის მოწვევის საკრებულოში ხუთი მუდმივმოქმედი კომისია იმუშავებს. დეპუტატებმა დღესვე საფინანსო და ეკონომიკური განვითარების , ინფრასტრუქტურის განვითარების, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა, ასევე, საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიების პერსონალური შემადგენლობები დაამტკიცეს.
მნახველთა რაოდენობა: 3587
ბმულები