საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში, ძველი საიტის სანახავად ეწვიეთ ბმულს.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო - BATUMI MUNICIPALITY CITY COUNCIL

ინფრასტრუქტურის განვითარების კომისია

ინფრასტრუქტურის განვითარების კომისია

20 აგვისტო 2026

საკრებულოს ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიამ მიმდინარე წლის ბიუჯეტის კორექტირების საკითხი განიხილა. 
წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის გადასახდელები  1,924,1 ათასი ლარით იზრდება. 
ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით, ცვლილებები ხორციელდება საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების ღონისძიებებში, წყლის სისტემების რეაბილიტაციის, მუნიციპალური სატრანსპორტო სერვისის განვითარების, კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაციის, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის მხარდაჭერის, ქალაქის ურბანული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვის, ქალაქის კეთილმოწყობის, ეკოლოგიური მდგომარეობისა და სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებებით.
სხდომაზე აღინიშნა, რომ ცვლილებების შედეგად, იგეგმება 11 ქუჩისა და 17 სკვერის მშენებლობა-რეაბილიტაცია,  24 მისამართზე -სანიაღვრე არხების მოწყობა, 56 მისამართზე - სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოების განხორციელება.
კომისიის წევრებმა წარმოდგენილ ცვლილებებს მხარი დაუჭირეს. 
სხდომას ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის თავმჯდომარე მინდია გოგუაძე უძღვებოდა

ანონსი
საკრებულოს მორიგი სხდომა

21 აგვისტოს, 11 საათზე,  გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა 
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№37, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა)