საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში, ძველი საიტის სანახავად ეწვიეთ ბმულს.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო - BATUMI MUNICIPALITY CITY COUNCIL

შეხვედრა ბოტანიკური ბაღის თანამშრომლებთან

შეხვედრა ბოტანიკური ბაღის თანამშრომლებთან

03 სექტემბერი 2026

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ივანე მაისურაძე და საკრებულოს წევრები ბათუმის ბოტანიკური ბაღის ახალ ხელმძღვანელს თემურ ვასაძეს და ბაღის თანამშრომლებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე ბოტანიკური ბაღის განვითარების მიმართულებები, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები განიხილეს.
 თემურ ვასაძემ საკრებულოს წევრებს ბაღში დაგეგმილი ღონისძიებები, ახალი სერვისები და ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო.
საკრებულოს წევრებმა აღნიშნეს, რომ ბათუმის ბოტანიკური ბაღი ქალაქის ერთ-ერთი გამორჩეული ბუნებრივი, სამეცნიერო და ტურისტული რესურსია. მათი შეფასებით, ბაღის უნიკალური მცენარეული კოლექციების დაცვა, არსებული რესურსების ეფექტიანი გამოყენება, ინფრასტრუქტურის განვითარება და ვიზიტორებისთვის თანამედროვე სერვისების შეთავაზება ქალაქის განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილია.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საკრებულოს, როგორც მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს როლზე ბოტანიკური ბაღის განვითარების საკითხების განხილვასა და შესაბამისი მუნიციპალური ინიციატივების მხარდაჭერაში. აღინიშნა, რომ ბაღის განვითარების პროცესში მნიშვნელოვანია ინსტიტუციებს შორის კოორდინაცია და იმ პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც მის სამეცნიერო, საგანმანათლებლო და ტურისტულ პოტენციალს კიდევ უფრო გაზრდის.
შეხვედრის შემდეგ საკრებულოს წევრებმა ბოტანიკური ბაღის ფიტო-გეოგრაფიული და სამეცნიერო-კვლევითი განყოფილებები დაათვალიერეს,  ასევე მოინახულეს ჰერბარიუმის კოლექციები, ნაყოფმსხმოიარე მცენარეების თესლების კოლექცია და ბაღის უნიკალური ბიბლიოთეკის ფონდები.
ბათუმის საკრებულო, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, მომავალშიც გააგრძელებს ბოტანიკური ბაღის განვითარების საკითხების განხილვას და შესაბამისი მუნიციპალური ინიციატივების მხარდაჭერაში მონაწილეობას.

ანონსი
საკრებულოს მორიგი სხდომა

21 აგვისტოს, 11 საათზე,  გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა 
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№37, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა)