„ოცნების ქალაქში“ მიმდინარე იფრასტრუქტურული პროექტები
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ივანე მაისურაძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ზურაბ პატარაძესთან და ბათუმის მერთან გიორგი ცინცაძესთან ერთად, „ოცნების ქალაქში“ მიმდინარე იფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო.
ტერიტორიაზე, საცხოვრებელი სახლების სამშენებლო სამუშაოების პარალელურად, დაწყებულია საბავშვო ბაღის მშენებლობა და ამასთანავე, უკვე გამოცხადდა კონკურსი ახალი საჯარო სკოლის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე.
პროექტის ფარგლებში, ,,ოცნების ქალაქში“ უკვე დაწყებულია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ორსართულიანი საბავშვო ბაღის მშენებლობა, რომელიც 300 აღსაზრდელზე იქნება გათვლილი. ამ ეტაპზე დასრულებულია საძირკვლის მოწყობა და მიმდინარეობს პირველი სართულის ფილის მოწყობისთვის საჭირო მოსამზადებელი სამუშაოები. პროექტი ითვალისწინებს საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობას საბავშვო ატრაქციონებითა და შესაბამისი ინვენტარით. დამონტაჟდება გარეგანათების სისტემა. პროექტის ღირებულება 6 მილიონ ლარს აღემატება, მშენებლობის დასრულება კი 2027 წლის ივლისისთვის იგეგმება.
ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ოჯახებისთვის თანამედროვე და უსაფრთხო გარემოს შექმნას, ბავშვებისთვის შესაბამისი პირობების უზრუნველყოფასა და დასახლების ინფრასტრუქტურის განვითარებას ემსახურება.
აჭარის მთავრობის წევრები, ბათუმის თვითმმართველობის წარმომადგენლები, საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები ასევე გაეცნენ „ოცნების ქალაქის" მშენებლობის მეორე ეტაპის მიმდინარეობასაც, სადაც კორპუსებში უკვე დასრულებულია რკინა-ბეტონის სამუშაოები და მიმდინარეობს სახურავების, ფასადებისა და საინჟინრო სისტემების მოწყობა, შიდა მოპირკეთება და კარ-ფანჯრების მონტაჟი.
პარალელურად ამავე ტერიტორიაზე ახალი საჯარო სკოლის მშენებლობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე გამოცხადდა კონკურსი. პროექტი ითვალისწინებს სრულად ადაპტირებული, სამსართულიანი შენობის აგებას, რომელიც 1500 მოსწავლეზე იქნება გათვლილი
21 აგვისტოს, 11 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№37, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა)













