შეხვედრა პედაგოგებთან
დღეს აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით, სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტისა და კონკურსის გამარჯვებულ პედაგოგებთან შეხვედრა გაიმართა.
ღონისძიებას ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ივანე მაისურაძე მოადგილეებთან - ლევან დავითაძესთან და ლევან ცხოიძესთან ერთად დაესწრო.
ღონისძიების ფარგლებში აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ და აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ცოტნე ანანიძემ დააჯილდოვეს „პროექტი ჩემს გაკვეთილზე“ გამარჯვებული 50 მასწავლებელი, ასევე, პროექტის „ჩემი დამრიგებლის“ გამარჯვებული 100 დამრიგებელი და პოლონეთში სტაჟირების კონკურსში გამარჯვებული 10 პედაგოგი.
„პროექტი ჩემს გაკვეთილზე“ 2023 წლიდან ხორციელდება და მის ფარგლებში დღემდე 261 მასწავლებელი დაფინანსდა. გამარჯვებული პედაგოგები ყოველთვიურად 500-ლარიან სახელფასო დანამატს და 1 000 ლარის ოდენობის მხარდაჭერას იღებენ საგანმანათლებლო რესურსების შესაძენად.
2026 წელს დაწყებული პროექტის „ჩემი დამრიგებელის“ ფარგლებში გამარჯვებული 100 პედაგოგი ერთი წლის განმავლობაში ყოველთვიურად 250-ლარიან დანამატს მიიღებს. უცხოეთში სტაჟირების კონკურსში გამარჯვებული 10 პედაგოგი კი 4–11 ოქტომბერს პოლონეთში პროფესიულ სტაჟირებას გაივლის.
ღონისძიებაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი პედაგოგების პროფესიული განვითარების და წახალისების მნიშვნელობას, თანამედროვე და ინოვაციური საგანმანათლებლო მიდგომების დანერგვას და განათლების სფეროში მიღწეული შედეგების კიდევ უფრო გაუმჯობესებას.
ღონისძიებას აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს, მუნიციპალიტეტებისა და საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
21 აგვისტოს, 11 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№37, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა)













