საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში, ძველი საიტის სანახავად ეწვიეთ ბმულს.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო - BATUMI MUNICIPALITY CITY COUNCIL

უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე

უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე

31 აგვისტო 2026

ბათუმში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე აღინიშნა. 
ბათუმის საკრებულოს თვმჯდომარემ ივანე მაისურაძემ და საკრებულოს წევრებმა, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან ცოტნე ანანიძესთან და აჭარის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრთან ნინო ნიჟარაძესთნ ერთად, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. 
ღონისძიება ბათუმში, ჯავახიშვილისა და ლორიას ქუჩების მიმდებარედ არსებულ სკვერში გაიმართა, სადაც უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახების წევრებთან ერთად, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის, ადგილობრივი თვითმმართველობის, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები შეიკრიბნენ.
უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღის აღნიშვნის მიზანია  დაკარგულთა ხსოვნის უკვდავყოფა და გაუჩინარების პრობლემაზე ფართო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.  
ღონისძიება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებითა და მხარდაჭერით საქართველოს რამდენიმე ქალაქში გაიმართა.

ანონსი
საკრებულოს მორიგი სხდომა

21 აგვისტოს, 11 საათზე,  გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა 
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№37, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა)