ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
შეხვედრა თურქეთის რესპუბლიკის გენერალურ კონსულთან
09 ნოემბერი 2017
 

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ ლაშა სირაბიძემ დღეს თურქეთის რესპუბლიკის გენერალურ კონსულთან ბათუმში იასინ თემიზქანთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა მიმართულებით არსებულ ურთიერთობაზე, ხალხთაშორისი ურთიერთობების გააქტიურებასა და არსებული თანამშრომლობის კიდე უფრო გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს.
ლაშა სირაბიძემ იასინ თემიზქანს ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა. თავის მხრივ, გენერალურმა კონსულმა აღნიშნა, რომ გულდაწყვეტილია საქართველოში დიპლომატიური მისიის დასრულებით და საკრებულოს თავმჯდომარეს მეგობრობისა და თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 3464
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები