,,საერთაშორისო პლენერი მშვიდობისთვის 2026"
აჭარის ხელოვნების მუზეუმში „საერთაშორისო პლენერი მშვიდობისთვის 2026“-ის ფარგლებში შექმნილი ნამუშევრების გამოფენა გაიმართა, რომელსაც ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები დაესწრნენ.
მუზეუმის საგამოფენო სივრცეში პლენერში მონაწილე 25 მხატვრის 70-მდე ნამუშევარი იყო წარმოდგენილი.
„საერთაშორისო არტ-პლენერი მშვიდობისთვის“ სხვადასხვა ქვეყნის ხელოვანებს აერთიანებს და ხელოვნების საშუალებით მშვიდობისა და მეგობრობის იდეის გავრცელებას ემსახურება.
პროექტის ძირითადი ხელშემწყობი, პარტნიორები და დამფინანსებლები არიან: - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტრო და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო, ასევე საქართველოს და აფხაზეთის მხატვართა კავშირები.
30 სექტემბერს, 11 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№37, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა)













