2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ბათუმში დღეს 2008 წელ შინდისის სარკინიგზო სადგურთან 11 აგვისტოს გმირულად დაღუპული 17 ჯარისკაცი გაიხსენეს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, მთავრობის წევრებმა, უმაღლესი საბჭოს, ქალაქის თვითმმართველობისა და დაღუპული მებრძოლების ოჯახების წარმომადგენლებმა გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალური დაფა ყვავილებით შეამკეს. აღევლინა დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი. შინსდისთან დაღუპული 17 გმირის სახელზე სკვერში შეკრებილებმა 17 ნერგი დარგეს. თითოეული გმირის სახელზე ნერგების დარგვის ტრადიციას გასულ წელს ჩაეყარა საფუძველი და იგი ყოველწლიურად, ჯარისკაცთა დაღუპვის დღეს, 11 აგვისტოს იმართება.
2008 წლის 11 აგვისტოს, სოფელ შინდისის სარკინიგზო სადგურთან საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ოცეული რუსულ მოტომსროლელ ასეულთან უთანასწორო ბრძოლაში ჩაება. ქართველი ჯარისკაცების მიმართულებით მტერი თითქმის ყველა სახის იარაღიდან ისროდა, მათ შორის ტანკებიდან და რეაქტიული ცეცხლმტყორცნებიდან და მიუხედავად იმისა, რომ მოწინააღმდეგემ ორჯერ გამოიძახა დახმარება, ჩვიდმეტმა ქართველმა მებრძოლმა მტერს მედგარი წინააღმდეგობა ბოლომდე გაუწია და გმირულად დაიღუპა.
შინდისის გმირების სახელობის სკვერი ბათუმში გასული წლის აპრილში გაიხსნა. ევროსტანდარტების შესაბამისად მოწყობილი პარკი ოთხ ჰექტარზეა გაშენებული. პარკის მშენებლობისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 1 მილიონ 902 ათასი ლარი დაიხარჯა.