ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ლაშა სირაბიძემ 9 მარტის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.
20 სექტემბერი 2016
 

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ლაშა სირაბიძე დღეს ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის თავმჯდომარესთან ვაჟა რამიშვილთან ერთად 9 მარტის ქუჩაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო. ამ დროისთვის 9 მარტის ქუჩის რეაბილიტაცია სრულდება, მიმდინარეობს საავტომობილო გზის მოშანდაგება და ასფალტირებისთვის მომზადების პროცესი. ლაშა სირაბიძის განცხადებით, 9 მარტის ქუჩაზე უკვე შეიცვალა სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემები KFW-ს პროექტის ფარგლებში, ამ ეტაპზე კი მერიის პროგრამით 25 ქუჩის კეთილმოწყობა მიმდინარეობს, რისთვისაც დაახლოებით 19 მილიონი ლარია გამოყოფილი. პარალელურად მიმდინარეობს ტროტუარების მოწყობაც. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ზიმო 7“ და ქვეკონტრაქტორი შპს „გზა“ ასრულებს. 9 მარტის ქუჩაზე სამუშაოები ერთი თვის წინ დაიწყო და კვირის ბოლომდე დასრულდება.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 5909
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები