2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
დღეს კიდევ ერთხელ გაიხსნეს და პატივი მიაგეს სამშობლოსათვის დაღუპულ ეროვნულ გმირებს. 9 აპრილის მემორიალთან დღეს ბათუმის საკრებულოს წევრები აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოსა და ქალაქის მერიის წარმომადგენლებთან ერთად შეიკრიბნენ და გმირთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს.
1989 წლის 9 აპრილს თბილისში საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევისას 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით კი დაიჭრა, მოიწამლა და დასახიჩრდა. აქციის დარბევისას გამოყენებულ იქნა მომაკვდინებელი იარაღი: ქიმიური საშუალებები, სასანგრე ბარები, ცეცხლსასროლი იარაღი, ჯავშანტრანსპორტიორები და ტანკები.
1991 წელს 9 აპრილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისა და ეროვნული ერთიანობის დღედ გამოცხადდა.