ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
საინფორმაციო შეხვედრა ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით
01 აპრილი 2016
 

რას ნიშნავს ევროინტეგრაცია?!-თემაზე, დღეს საკრებულოს სხდომათა დარბაზში, ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო"-ს და „რუმინეთის ევროპული კვლევების ცენტრი"-ს ერთობლივი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა,  რომლის მიზანიც ევროინტეგრაციის პროცესთან  დაკავშირებით მოსახლეობის ინფორმირება იყო.
პრეზენტაცია, რუმინეთის იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, ამჟამად  ევროპარლამენტარმა მონიკა მაკოვეიმ და „რუმინეთის ევროპული კვლევების ცენტრის" დირექტორთა საბჭოს წევრმა  ჩიპრიან ჩიუკუმ წარადგინეს.
მონიკა მაკოვეიმ ევროპული კვლევების ცენტრის წარმომადგენელთან ერთად საზოგადოებას ძლიერი და დამოუკიდებელი ინსტიტუტების მნიშვნელობაზე, მართლმსაჯულებასა და საჯარო მმართველობაზე  ესაუბრა.  ევროპარლამენტარმა, ასევე ვრცლად ისაუბრა  რუმინეთის ევროკავშირში ინტეგრაციის მაგალითზე დაყრდნობით იმ მიმდინარე გამოწვევებზეც , რაც ევროინტეგრაციის პროცესს თან ახლავს.
შეხვედრას, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, წევრები, ქალაქის მერი და სამოქალაქო საზოგადოების წამომადგენლები ესწრებოდნენ დისკუსიის რეჟიმში თითქმის სამ საათს გაგრძელდა.
ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრები ბათუმის გარდა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში  ეტაპობრივად გაიმართება.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 6149
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები