2025 წლის 29 იანვარს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩავლეიშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი მასალკინი და აჭარის არ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ლაშა ჩავლეიშვილი საპასუხო ვიზიტით უკრაინასა და პოლონეთს სტუმრობდნენ.
დელეგაციის წევრებმა, ერთი თვის წინ, პოლონელ და უკრაინელ კოლეგებს ბათუმში უმასპინძლეს, სადაც დაიგეგმა აღნიშნული ვიზიტის დეტალები.
ირაკლი ჩავლეიშვილმა შეხვედრები პოლონეთის ქალაქ ნისას მუნიციპალიტეტსა და უნივერსიტეტში გამართა. დელეგაციის წევრებმა, ასევე, დაათვალიერეს ადგილობრივი საწარმოები. შეხვედრებიდან გამოიკვეთა, რომ ჩვენი ქალაქის მიმართ დაინტერესება კულტურული და ეკონომიკური კუთხით, ძალიან დიდია.
ოფიციალური შეხვედრები დელეგაციამ უკრაინის ქალაქ ტერნოპოლშიც გამართა. როგორც ცნობილია ტერნოპოლი ბათუმთან დამეგობრებული ქალაქია. შეხვედრების მთავარი თემაც უკვე მიმდინარე და სამომავლო ერთობლივი პროექტების განხილვა იყო.
ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრებმა პოეტ ტარას შევჩენკოს დაბადების 202-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა, პატივი მიაგეს დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში მიმდინარე საბრძოლო ოპერაციებში დაღუპული უკრაინელი გმირების საფლავებს და უკრაინის ეროვნული გმირის ნადეჟდა სავჩენკოს გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ მიტინგსაც შეუერთდნენ.
ბათუმის დელეგაციის ვიზიტი აქტიურად შუქდებოდა ადგილობრივ მედია საშუალებებში, რომლებიც, ძირითადად, ჩვენი ქვეყნის კულტურული, ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალით ინტერესდებოდნენ.