2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ბათუმის მუნიციპალიტეტში საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას ქ. ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი დაესწრო.
საკრებულოს წევრებმა ქ. ბათუმში სახელმწიფო და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენაზე იმსჯელა. ქალაქის ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დიფერენცირებულია. დღევანდელი გადაწყვეტილებით, 1კვ.მ მიწის ნორმატიული ფასი ცენტრალურ ზონაში სამი ქვეზონის მიხედვით - 162, 315 და 405 ლარით, შუალედურ ზონაში - 108 ლარით, ხოლო პერიფერიულ ზონაში ოთხი ქვეზონის შესაბამისად 20, 35, 43 და 61 ლარით განისაზღვრა.
ცვლილებები შევიდა „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საკრებულოს 2009 წლის 27 თებერვლის N4-1 დადგენილებაში, რომელიც ქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში ცვლილებებსა და ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას ითვალისწინებს.
საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს შპს „ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრისთვის“ სასწრაფო დახმარების სტაციონალური ავტომანქანების შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის მიცემის თაობაზე განკარგულების პროექტს, რომლის თანახმადაც შპს „ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი“ სამ ერთეულ ავტომანქანას შეისყიდის.
სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს საერთო სასამართლოებში ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლად საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელე დავით ჯაიანი დაინიშნა.
დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს განკარგულების პროექტს, რომლის თანახმადაც ქ. ბათუმის მერს მიეცა თანხმობა არაუგვიანეს 2017 წლის 1 იანვრისა დააფუძნოს „ა(ა)იპ „ბათუმის ბულვარი“. ამავე განკარგულების მიხედვით, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას ევალება 2017 წლის ბიუჯეტის პროექტში გაითვალისწინოს „ბათუმის ბულვარისთვის“ შესაბამისი ასიგნებები.
საკრებულოს წევრებმა იმსჯელეს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის გიორგი კირთაძის მიერ საკრებულოს სხდომაზე განსახილველად წარმოდგენილ განკარგულების პროექტზე საბავშვო ბაღების თანამშრომელთა ხელფასების გაზრდის შესახებ ინიცირებული წინადადების მოწონების თაობაზე. ამ საკითხზე ქალაქის მერის მიერ დასაბუთებული არგუმენტების მოსმენის შემდეგ, საკრებულოს წევრებმა აღნიშნულ განკარგულების პროექტს მხარი არ დაუჭირეს.
საკრებულოს სხდომას ბათუმის მერიის სამსახურების ხელმძღვანელები, არასამთავრობო ორგანიზაციები, საზოგადოების წარმომადგენლები და ჟურნალისტები ესწრებოდნენ.