2025 წლის 29 იანვარს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ბათუმის საკრებულოში ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის სხდომაზე კომისიის წევრებმა ორი საკითხი განიხილეს.
სხდომაზე იმსჯელეს „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის კონკრეტული უფლებრივი ზონირების რუკის (განაშენიანების რეგულირების გეგმის ზონირების ნაწილი) დამტკიცების შესახებ“ ბათუმის საკრებულოს განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. კერძოდ, ცვლილებით ხორციელდება ფუნქციური ზონის ცვლილება.
ცვლილების შეტანა იგეგმება ბათუმის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაშიც, კერძოდ, პროექტის მიღების მიზანია ერთ-ერთი პერსპექტიული გზის ცვლილება.
სხდომას ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე Mindia Goguadze / მინდია გოგუაძე უძღვებოდა.
ბათუმის საკრებულოს მორიგი სხდომა ორშაბათს, 30 დეკემბერს, 11 საათზე გაიმართება.