ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებები:
25 ნოემბერი 2024
 

ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებები:
საკრებულომ დაამტკიცა ცვლილებები ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2024 წლისათვის ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით მისაღები შემოსულობების და გასაწევი გადასახდელების ნუსხაში საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესაბამისად. კერძოდ, დადგენილების მიხედვით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის გადასახდელების საერთო მოცულობა არ იცვლება, ცვლილებები განხორციელდა მხოლოდ ცალკეულ საბიუჯეტო პროგრამებში/ქვეპროგრამებში;
ცვლილება შევიდა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის განკარგვის წესში. კერძოდ, ცვლილების მიხედვით, სარეზერვო ფონდის მოქმედი წესით განსაზღვრული შემთხვევების გარდა, განხორციელდება ისეთი ღონისძიებების ხარჯების დაფინანსება, რომელიც კანონით აკრძალული არ არის, მათ შორის: ღონისძიებები, რომელთა რეაგირების დაყოვნებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივ ინტერესებს; გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული ხარჯები, როდესაც საფრთხე ექმნება მუნიციპალიტეტში მცხოვრები ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ ქონებას ან საქართველოს კანონმდებლობით დაცულ სხვა სიკეთეს. ამასთანავე, ამავე წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში იზრდება დაზარალებულ ოჯახებზე მიყენებული ზიანის მაქსიმალური ოდენობა, რომლის ფარგლებს ზემოთ მიყენებული ზიანის შემთხვევაში, დახმარების საკითხი განსახილველად გადაეგზავნება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შესაბამისი დადგენილებით შექმნილ სამთავრობო კომისიას;
საკრებულომ ცვლილებები შეიტანა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირების და პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობრივ სარგოებსა და საშტატო ნუსხაში. ცვლილებების მიხედვით, იზრდება თანამდებობრივი სარგო საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ კანონით განსაზღვრული თანამდებობისთვის დადგენილი მე-10 სახელფასო კატეგორიის კოეფიციენტის და “საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის პროექტით განსაზღვრული საბაზო თანამდებობრივი სარგოს შესაბამისად;
ცვლილება შევიდა „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადების შემოღების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 31 იანვრის №2 დადგენილებაში, რომლის მიხედვითაც, ადგილობრივი სამგზავრო-სატრანსპორტო გადაზიდვისას ავტობუსებისათვის, წყლის მიწოდებისა და წყალარინების საქმიანობის, საყოფაცხოვრებო და სამედიცინო ნარჩენების მართვის სფეროში და სპორტის დარგში გამოყენებული ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივების, დაუმონტაჟებელი მოწყობილობების, დაუმთავრებელი მშენებლობის და არამატერიალური აქტივების, საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების გადასახადის წლიური განაკვეთის მოქმედების ვადა გაგრძელდება 2027 წლის 1 იანვრამდე;
საკრებულომ ცვლილება შეიტანა ქალაქ ბათუმში, ე.წ. შანხაის დასახლებასა და სელიმ ხიმშიაშვილის ქ. №94-96-ის მიმდებარედ ავარიული საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების მიზნით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ახალი საცხოვრებელი სახლების მშენებლობის საჭიროებიდან გამომდინარე აღნიშნულ ტერიტორიაზე მცხოვრები ოჯახების საცხოვრებელი ბინებით დაკმაყოფილების პროგრამულ ღონისძიებაში, რაც 2023 წლის 30 მარტის Nგ-15.15230895 განკარგულებით დამტკიცებული დანართის ახალი რედაქციით ჩამოყალიბებას ითვალისწინებს;
ცვლილება განხორციელდა საკრებულოს 2020 წლის 23 დეკემბრის №გ-15.15203582 განკარგულებით დამტკიცებულ მრავალშვილიანი ოჯახების საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფის მუნიციპალურ პროგრამაშიც. ცვლილების შედეგად პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა ეძლევა იმ ოჯახებს, რომელთა უფროსი წევრებიდან (დედა ან/და მამა) ერთ-ერთი 2018 წლამდე რეგისტრირებულია ქალაქ ბათუმში;
სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირად/ოჯახად რეგისტრაციისათვის დადგენილი კრიტერიუმების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურების და აგრეთვე, სოციალურ სფეროში მომუშავე სხვა უწყებების, პირების და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენელებით დაკომპლექტდება. სამუშაო ჯგუფი შეისწავლის უკვე დადგენილ კრიტერიუმებს, შეაფასებს მას და მომზადებს შესაბამის დასკვნებს/რეკომენდაციებს;
სხდომაზე დაამტკიცეს ქალაქ ბათუმში, ადლიის ქ. N59-სა და ადლიის III ჩიხი N1-ში მდებარე მიწის ნაკვეთებზე განაშენიანების დეტალური გეგმა. აღნიშნულ საპროექტო მიწის ნაკვეთზე არსებული შენობის ნაცვლად დაგეგმილია მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა, სადაც განთავსებული იქნება 370 ბინა, ერთი საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტი და მიწისქვეშა და მიწისზედა ავტოსადგომები;
განაშენიანების დეტალური გეგმა დამტკიცდა თამარ მეფის გზატკეცილზე მდებარე მიწის ნაკვეთზეც, სადაც შპს ,,ბათუმი ცენტრალის” მიერ დაგეგმილია მიწის ნაკვეთის ერთ ნაწილში არსებული შენობა-ნაგებობების ნაცვლად მრავალსართულიანი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის განთავსება. საცხოვრებელი ბინების გარდა, ობიექტზე განთავსდება საზოგადოებრივი დანიშნულების ფართები, ასევე მიწისქვეშა ავტოსადგომები. დაგეგმილია ღია ავტოსადგომების, სათანადო ინფრასტრუქტურის, შიდა გზების მოწყობა და ტერიტორიის გამწვანება;
სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, განაშენიანების დეტალური გეგმა დამტკიცდა ქალაქ ბათუმში, ჟიული შარტავას ქ. N21; 21ა; 23; 25-ში, გენერალ ასლან აბაშიძის ქ. N16გ, 16დ, ბაგრატიონის ქ. N133ა-ში მდებარე მიწის ნაკვეთებზე. აღნიშნულ ტერიტორიაზე შპს ,,მტზ - კომპანის’’ მიერ დაგეგმილია მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა, მათ შორის, განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის სიდიდის ცვლილება დადგენილი 4,6-დან 12,5-მდე, ასევე, მაქსიმალური სიმაღლეების და სხვა პირობების განსაზღვრა;
საკრებულომ დაამტკიცა განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია ქ. ბათუმში, აღმაშენებლის ქ. N13, N13ქ, N13ლ, N13ნ, N13ო-ში მდებარე მიწის ნაკვეთებზე (შპს ,,სონა”). საპროექტო ტერიტორიაზე, რომლის გეგმარებითი ერთეულის ფართობი შეადგენს 33589,0 კვ.მ-ს და შედგება 21 საკადასტრო ერთეულისაგან, იგეგმება სრულყოფილი ინფრასტრუქტურის მქონე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსის მოწყობა;
საკრებულომ ტექნიკური ხასიათის ცვლილება შეიტანა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის კონკრეტული უფლებრივი ზონირების რუკასა და განკარგულებით დამტკიცებულ რეგლამენტში;
საკრებულომ განსაზღვრა საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით გათვალისწინებული განაშენიანების დეტალური გეგმის საფუძველზე, განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) გადამეტებისას მაკომპენსირებელი ღონისძიები, საქართველოს მთავრობის 2023 წლის 17 ოქტომბრის N403 დადგენილებასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით.
საკრებულომ დაამტკიცა ქ. ბათუმში, ალ. პუშკინის ქუჩა N37, N37ა, 37/39, 35დ-ში და საზოგადოებრივი სივრცის ნაწილზე მდებარე მიწის ნაკვეთებზე განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია. აღნიშნულ ტერიტორიაზე შპს ,,ჰოლანდიური სახლი ბათუმის’’ მიერ დაგეგმილია მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა, რომელშიც ბინების გარდა, განთავსდება საზოგადოებრივი დანიშნულების ფართები, ასევე მიწისქვეშა ავტოსადგომები, იგეგმება შიდა გზების მოწყობა და გამწვანება;
განაშენიანების დეტალური გეგმა დამტკიცდა ქალაქ ბათუმში, ცოტნე დადიანის ქ.N1-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე, სადაც შპს ,,კომფორტმშენი’’ გეგმავს მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას. განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გადამეტებისათვის პროექტით განსაზღვრულია მაკომპენსირებელი ღონისძიება;
საკრებულომ ცვლილება შეიტანა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირების და საკრებულოს აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობრივ სარგოებსა და საშტატო ნუსხაში. კერძოდ, იზრდება თანამდებობრივი სარგო საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ კანონით განსაზღვრული თანამდებობისთვის დადგენილი მე-10 სახელფასო კატეგორიის კოეფიციენტის და “საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის პროექტით განსაზღვრული საბაზო თანამდებობრივი სარგოს შესაბამისად;
საკრებულოს გადაწყვეტილებით, ცვლილება შევიდა ,,ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის შეზღუდვიდან გამონაკლისის დაშვების შეთანხმებისა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საკრებულოს 2018 წლის 27 დეკემბრის N79 განკარგულებაში, რომლის მიხედვითაც, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა 25 ერთეულიდან 28 ერთეულამდე იზრდება.
წარმოდგენილი საკითხების გარდა, საკრებულომ დღეს გამართულ სხდომაზე ასევე დაამტკიცა მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტი და განახორციელა თანამდებობრივი ცვლილებები ბათუმის საკრებულოში.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 159
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები