ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ირაკლი თავდგირიძე ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე გახდა
25 ნოემბერი 2024
 

ირაკლი თავდგირიძე ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე გახდა.
შესაბამისი გადაწყვეტილება საკრებულოს წევრებმა დღეს გამართულ მორიგ სხდომაზე მიიღეს.
ირაკლი თავდგირიძე, რომელიც დღემდე ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებდა, საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ფრაქცია ,,ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ წარადგინა.
ფრაქციის მიერ წარდგენილ კანდიდატს საკრებულოს უმრავლესობამ, 19 ხმით, მხარი დაუჭირა.
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც მოქმედი საკრებულოს თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძე, მიმდინარე წლის 26 სექტემბერს, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობის მიზნით თანამდებობიდან გადადგა.
სხდომაზე ასევე განხორციელდა სხვა თანამდებობრივი ცვლილებები, კერძოდ:
ნატალია ზოიძე, რომელიც დღემდე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის პოზიციას იკავებდა, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გახდა;
ლევან ცხოიძემ, რომელიც საკრებულოს განათლების კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიას ხელმძღვანელობდა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა დაიკავა;
ხოლო, საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე საკრებულოს უმრავლესობამ ნატალია ძიძიგური აირჩია.
აღნიშნულ თნამდებობებზე ყველა კანდიდატი საკრებულოს ახალარჩეულმა თავმჯდომარემ ირაკლი თავდგირიძემ წარადგინა.
ახალარჩეული თანამდებობის პირები მოვალეობის შესრულებას დღეიდან შეუდგებიან.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 133
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები