2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძე თანამდებობიდან გადადგა.
გადადგომის შესახებ განცხადება რამაზ ჯინჭარაძემ დღეს, ბათუმის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის შემდეგ გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, საარჩევნო პერიოდში, კანონმდებლობის შესაბამისად, შეინარჩუნებს მხოლოდ საკრებულოს წევრის უფლებამოსილებას.
ცნობილია, რომ რამაზ ჯინჭარაძე პარტია ,,ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ მიმდინარე არჩევნებზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში ბათუმის დელეგატად დაასახელა. მის მიერ საკრებულოს თავმჯდომარის პოსტიდან გადადგომა სწორედ აღნიშნულ საარჩევნო კამპანიაში აქტიურ ჩართვასა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ პროცედურებს უკავშირდება.
რამაზ ჯინჭარაძე 2022 წლის მაისიდან დღემდე გახლდათ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს არჩეული თავმჯდომარე და გონიო-კვარიათის მაჟორიტარი დეპუტატი.
განცხადების ბოლოს, რამაზ ჯინჭარაძემ მადლობა გადაუხადა ბათუმელებს ნდობისთვის, აჭარის მთავრობისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს, კოლეგებსა და აპარატის თანამშრომლებს - ნაყოფიერი მუშაობისა და თანამშრომლობისთვის.
კანონმდებლობის შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი თავდგირიძე შეასრულებს.