ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
11 აგვისტო შინდისის ბრძოლა
11 აგვისტო 2024
 

ბათუმში დღეს 2008 წლის 11 აგვისტოს, სოფელ შინდისთან დაღუპული გმირები გაიხსენეს. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ და საკრებულოს წევრებმა, აჭარის მთავრობის, აჭარის უმაღლესი საბჭოს, ბათუმის თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სამშობლოსათვის თავდადებული გმირების ხსოვნას და მემორიალი ყვავილებით შეამკეს. აჟღერდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.
2008 წლის 11 აგვისტოს შინდისის ბრძოლას საქართველოს შეიარაღებული ძალების 17 ჯარისკაცი შეეწირა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 512
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები