ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებები
09 აგვისტო 2024
 

ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებები:
საკრებულომ დაამტკიცა ბათუმის 2024 წლის ბიუჯეტში ცვლილებები, რომლის თანახმად, ბიუჯეტი 3 მილიონი ლარით გაიზარდა და 460 მილიონი ლარი შეადგინა.
გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში დაფინანსდება ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები. მათ შორის, გათვალისწინებულია დამატებით 1000 ოჯახის წყალმომარაგების ახალ ქსელზე დაერთება. შედეგად, შემოერთებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ოჯახები 24 საათიანი უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებენ.
მიღებული იქნა გადაწყვეტილება 26 მაისის ქ. #13-ში მდებარე ავარიულ სახლში არსებული უძრავი ქონებების მესაკუთრეებისთვის იმავე ადგილას აშენებულ ახალ კორპუსში ფართების რეგისტრაციისა და სარემონტო თანხების გაცემის დაწყების თაობაზე. ბინების გადაცემა მოხდება ძველ შენობაში მესაკუთრეების სარგებლობაში არსებული ფართების შესაბამისად.
ბათუმის მერს მიეცა თანხმობა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ფართების ორი მრავალშვილიანი ოჯახისათვის საკუთრების უფლებით გადაცემის თაობაზე. პროგრამა, რომელსაც ბათუმის მერია მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების მიზნით ახორციელებს, გათვალისწინებულია ბათუმში რეგისტრირებული ოჯახებისთვის, რომლებსაც ჰყავთ 6 და მეტი შვილი. პროგრამა ასევე ითვალისწინებს ბინის სარემონტო სამუშაოების ფულად ანაზღაურებას, რომლის ოდენობაც გაიზარდა და 1 კვმ-ზე შეადგენს 450 ლარს, ნაცვლად 250 ლარისა.
ცვლილება შევიდა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციის მოქმედ წესში. ცვლილების მიზანია დარეგისტრირების კრიტერიუმების გამარტივება, რაც პროგრამაში საჭიროების მქონე უფრო მეტი პირისა თუ ოჯახის ჩართვის შესაძლებლობას იძლევა.
ცვლილება ასევე შევიდა საკრებულოს დადგენილებაში ბათუმში ძაღლებისა და კატების მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესის დამტკიცების შესახებ, რაც განსაზღვრავს მიკედლებული ცხოველის რეგისტრაციისა და მონაცემთა ბაზის წარმოებასთან დაკავშირებულ საკითხებს.
საკრებულომ დაამტკიცა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხასა და პრივატიზაციის გეგმაში შესატანი ცვლილებები. კერძოდ, ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ საპრივატიზებო უძრავ ობიექტთა ნუსხასა და უძრავი ქონების პრივატიზების გეგმას 3 ობიექტი დაემატა.
დამტკიცდა ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების სანებართვო მოწმობის ფორმის, სანებართვო მოწმობის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი.
საკრებულოს გადაწყვეტილებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკას უსასყიდლოდ, საკუთრებაში გადაეცა ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება ბინების სახით, შემდგომში აღნიშნულ ფართებში მცხოვრები მოქალაქეებისათვის საკუთრების უფლებით გადასაცემად.
ცვლილება შევიდა ,,ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის კონკრეტული უფლებრივი ზონირების რუკის (განაშენიანების რეგულირების გეგმის ზონირების ნაწილი) დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს 2020 წლის 30 აპრილის განკარგულებაში.
საკრებულოს გადაწყვეტილებით, ბათუმში, ვახტანგ გორგასლის N58-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე, საქართველოს დამსახურებული ზოოტექნიკოსის, გივი ხიტირის მემორიალური დაფა განთავსდება.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 840
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები