2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ბათუმის საკრებულოში ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის სხდომა გაიმართა.
სხდომაზე განიხილეს ბათუმის მიმდინარე წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები. წარმოდგენილი პროექტით, ცვლილებები ხორციელდება როგორც შემოსულობებში, ასევე გადასახდელების ნაწილში ცალკეულ პროგრამებსა და ქვეპროგრამებში.
საერთო ჯამში, ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 3 მლნ ლარით იზრდება.
ინფრასრუქტურის განვითარების მიმართულებით, ძირითადად, ცვლილებები იგეგმება გზების, ქუჩებისა და ტროტუარების მოვლა-პატრონობის, საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და კაპიტალური მშენებლობის, სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაციისა და მოვლა-პატრონობის, წყლის სისტემის რეაბილიტაციის, ქალაქის გამწვანების ღონისძიებების, ქალაქის ურბანული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვის, პარკების, სკვერებისა და მოედნების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და მშენებლობის პროგრამებში.
კომისიამ განიხილა შპს ,,ჯი ემ ბილდი“-სთვის, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, კანონით განსაზღვრული დროებითი ხელშემწყობი ღონისძიებების დამტკიცების საკითხი; ასევე, მუნიციპალური მნიშვნელობის პროექტის განხორციელების მიზნით შპს ,,ბბ ბილდინგი“-სთვის საქართველოს კანონით ,,საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით“ გათვალისწინებული დროებითი ხელშემწყობი ღონისძიებების დამტკიცების საკითხი.
კომისიამ იმსჯელა მუნიციპალიტეტის გარკვეულ ტერიტორიებზე განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების საკითხზე, კერძოდ - ქალაქ ბათუმში, კახაბრის ქ. N38-ში; კახაბრის ქ. N40-სა და კახაბრის ქ. N 40-ის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთებზე (შპს ინთაუნი“); ასევე, ქალაქ ბათუმში, ანდრია პირველწოდებულის I ჩიხში N16ა-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (შპს ,,გონიო 2020“); ქ. ბათუმში, დასახლება ადლიაში, ადლიის ქ. N5-ში; ადლიის ქ. N10-ში, ადლიის ქ. N 12-ში, ადლიის ქ. N 12-ის მიმდებარედ და ადლიის ქ. N 8-ში მდებარე მიწის ნაკვეთებზე (შპს ,,ელთ ბილდინგი“).
კომისისიის წევრებმა ასევე იმსჯელეს განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის დამტკიცების საკითხზე ქალაქ ბათუმში, თამარ მეფის გზატკეცილზე მდებარე მიწის ნაკვეთზე (შპს ,,ბათუმის ცენტრალი“).
სხვა საკითხებთან ერთად, კომისიამ განიხილა ,,ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის კონკრეტული უფლებრივი ზონირების რუკის (განაშენიანების რეგულირების გეგმის ზონირების ნაწილი) დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს 2020 წლის 30 აპრილის განკარგულებაში ცვლილების შეტანის საკითხი.
კომისიის წევრებმა წარმოდგენილი საკითხების საკრებულოს სხდომაზე განხილვას მხარი დაუჭირეს.
სხდომას ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის თავმჯდომარე მინდია გოგუაძე უძღვებოდა.
საკრებულოს მორიგი სხდომა ხვალ, 9 აგვისტოს , 11 საათზე გაიმართება.