ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
საკრებულოს მორიგი სხდომა
12 ივლისი 2024
 

ბათუმის მიმდინარე წლის ბიუჯეტი 7,000,8 ათასი ლარით გაიზარდა.
კორექტირებული ბიუჯეტის პროექტი ბათუმის საკრებულომ დღეს გამართულ სხდომაზე დაამტკიცა. ცვლილება ხორციელდება ბიუჯეტის როგორც შემოსულობებში, ასევე გადასახდელების ნაწილში, ცალკეულ პროგრამებსა და ქვეპროგრამებში ინფრასტრუქტურის, განათლების და ჯანდაცვის მიმართულებით.
ინფრასტრუქტურის ნაწილში გაზრდილი დაფინანსება მოხმარდება გზების, ქუჩების, ტროტუარების მიმდინარე მოვლა-პატრონობას, საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციასა და კაპიტალურ მშენებლობას, საგზაო ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვის ღონისძიებებს, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხარდაჭერასა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას, ქალაქის ურბანული ინფრასტრუქტურის მოვლა შენახვას, პარკების, სკვერებისა და მოედნების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციასა და მშენებლობას, სასპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობასა და რეაბილიტაციას.
ჯანდაცვის და სოციალური მიმართულებით ცვლილება ხორციელდება მოწყვლადი სოციალური ჯგუფის მქონე პირთა მედიკამენტებითა და საკვები დანამატების კომპენსაციით უზრუნველყოფის პროგრამაში, იზრდება ღონისძიებით მოსარგებლე პირთა რაოდენობა, ხოლო შშმ სტატუსის ბავშვთა და ვეტერანთა საკურორტო-სამკურნალო რეაბილიტაციიის პროგრამის დაფინანსება იზრდება ბენეფიციართა მომართვიანობის გათვალისწინებით.
ცვლილება შეეხო ააიპ ,,ბათუმის სპორტული ცენტრის“ დაფინანსებასაც, კერძოდ, იქმნება სუბსიდირების მუხლი, სადაც ასახული იქნება ახალი ღონისძიება სახელწოდებით, ,,ქვიშის საერთაშორისო ჩემპიონატის ღონისძიების ჩასატარებლად თანამონაწილეობა“.
საკრებულომ დაამტკიცა ქალაქ ბათუმში, ანგისას ქ. N4-ში; ანგისას I ჩიხი N2, N4, N4ა, N4ბ-ში; ანგისის ქ. N2; კობალაძის ქ. N18-ში არსებულ მიწის ნაკვეთებზე (ს/კ N05.32.12.273, N05.32.01.288, N05.32.01.754, N05.32.11.756, N05.32.01.755; N05.32.12.113; N05.32.12.216) განაშენიანების დეტალური გეგმა, რომლის მიხედვითაც აღნიშნულ ტერიტორიაზე შპს ,,ემ ბილდინგ ბათუმის’’ მიერ დაგეგმილია მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა.
ავარიული შენობების ჩანაცვლების მიზნით, დამტკიცდა შპს ,,ბივისის’’ მიერ წარმოდგენილი მრავალბინიანი საცხოვრებელი შენობის განაშენიანების დეტალურ გეგმა ქ.ბათუმში მდებარე მიწის ნაკვეთებზე (ს.კ: 05.27.39.018; 05.27.39.044; 05.27.39.008; 05.27.39.025; 05.27.39.026), ასევე - ბათუმში, გრიბოედოვის ქ. N62-ში, გრიბოედოვის ქ. N64, N64ა-ში მდებარე დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულების მიზნით შპს ,,ჯბს’’-ისა და შპს ,,გთემ კონსტრაქშენ’’-ისთვის დროებითი ხელშემწყობი ღონისძიებები.
საკრებულომ განსაზღვრა გარე რეკლამის განთავსების ნებართვის აუქციონზე გაცემის საწყისი ფასი, აუქციონის პირობები და დაადგინა მისი ჩატარების პროცედურა, ასევე დაამტკიცა ცვლილებები მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზებო ობიექტების ნუსხასა და პრივატიზაციის გეგმაში.
საკრებულოს გადაწყვეტილებით, ქალაქ ბათუმში, 26 მაისის ქ. N10-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე - ქართული სახვითი ხელოვნების წარმომადგენლის, პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის სიმონ სიმონ ართმელაძის, ხოლო ქალაქ ბათუმში, ჭავჭავაძის ქ. N39/47- ვაჟა ფშაველას ქ. N52-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე მწერლისა და პუბლიცისტის ჯემალ ჯაყელის მემორიალური დაფები განთავსდება.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 857
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები