ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა
22 თებერვალი 2024
 

დღეს საკრებულოში ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა.
სხდომაზე მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა სოფიო მიქელაძემ კომისიის წევრებს 2024 წლის მიმდინარე მიზნობრივი პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
დღესვე სხდომაზე, ბათუმის ბიუჯეტით გათვალისწინებულ იმ პროგრამების სარგებლობასთან დაკავშირებითაც ისაუბრეს, რომელზეც გაზრდილია მოქალაქეთა მომართვიანობა და რომელ პროგრამებშიც აუცილებელი იქნება მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა.
სხდომას საკრებულოს ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნერიმან ცინცაძე უძღვებოდა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 965
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები