ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
საახალწლო ღონისძიება
27 დეკემბერი 2023
 

ბათუმის საკრებულომ დღეს საახალწლო ღონისძიება გამართა და ბათუმში მცხოვრებ ვაჟა დევაძისა და ზეინაბ ბერიძის ექვსშვილიან ოჯახს საკრებულოს წევრებისა და აპარატის თანამშრომელთა ოჯახებთან ერთად უმასპინძლა.
რამაზ ჯინჭარაძემ მრავალშვილიან ოჯახს, საკრებულოს წევრებთან და თანამშრომლებთან ერთად, ახალი წელი მიულოცა და საკუთარი სახსრებით შეძენილი საოჯახო ტექნიკა და ტკბილეული გადასცა.
ახალი წლის მოსვლა პატარა სტუმრებს თოვლის ბაბუამაც მიულოცა. პატარებმა საახალწლო სათამაშოებზე ქართული ლიტერატურიდან ამონარიდი სამახსოვრო წარწერები გააკეთეს და ნაძვის ხე საზეიმოდ აანთეს.
ღონისძიება საკრებულოს აპარატის თანამშრომელთა ორგანიზებითა და უმრავლესობის მხარდაჭერით გაიმართა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 811
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები