ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
მემორანდუმი
28 ივნისი 2023
 

ლტოლვილთა მსოფლიო დღის აღსანიშნავად, საქართველოში გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს (UNHCR) და ბათუმის მერიის ორგანიზებით, სოლიდარობის მარში გაიმართა და გაგების მემორანდუმს მოეწერა ხელი.
მსოფლიოში 110 მილიონამდე იძულებით გადაადგილებული ადამიანის მხარდასაჭერად და სოლიდარობის გამოსახატად, ბათუმში მცხოვრებ ლტოლვილებთან ერთად, სოლიდარობის მარშში მონაწილეობა მიიღეს ბათუმის მერიის, საკრებულოსა და აჭარის მთავრობის წარმომადგენლებმა, საქართველოში გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს ხელმძღვანელმა, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, შვეიცარიის ელჩების მოადგილეებმა, ამერიკის საელჩოს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1377
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები