2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ბათუმის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭომ დღეს გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი ნარინჯისფერი კამპანიის გარგლებში უფლებადამცველ ქალთა საერთაშორისო დღე აღნიშნა. სპეციალურად ამ დღისთვის ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზში გაიმართა ინგლისელი რეჟისორის სარაჰ გავრონის ფილმის ,,სუფრაჟისტების“ ჩვენება, რომელიც მოგვითხრობს ფემინიზმის ჩამოყალიბების ადრეულ ეტაპსა და ქალთა უფლებებისთვის მებრძოლთა რეალურ ისტორიებს.
ფილმის ჩვენების შემდეგ საბჭოს წევრებმა პირველი ქართველი უფლებადამცველი ქალების ბიოგრაფიის ამსახველი ფლაერები დაარიგეს.
უფლებადამცველ ქალთა საერთაშორის დღის აღსანიშნავად გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებმა საკუთარ მაისურებზე პირველი ქართველი უფლებადამცველი პარლამენტარი ქალების ფოტოსურათები დაბეჭდეს.