ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
განათლების , კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის სხდომა
28 ნოემბერი 2022
 

ბათუმის საკრებულოში განათლების , კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა.
სხდომაზე კომისიის წევრებმა განიხილეს განკარგულების პროექტი, რომელიც შპს ,,წყალბურთის კლუბი ბათუმის“ ლიკვიდაციაზე ბათუმის მერისთვის თანხმობის მიცემას ითვალისწინებს. როგორც სხდომაზე აღინიშნა, შპს „წყალბურთის კლუბი ბათუმის“ ლიკვიდაცია ხორციელდება კლუბის ფუნქცია–მოვალეობების ა(ა)იპ „ბათუმის სპორტული ცენტრისთვის“ გადაცემის მიზნით.
სხდომაზე, ასევე, განიხილეს ქ. ბათუმში მელიქიშვილის ქ. N6–ში ლამარა ბოლქვაძის მემორიალური დაფის განთავსების საკითხი, ფარნავაზ მეფის ქ. N92/94–ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე ვალერი ალთაბაევის და გორგილაძის ქ. N2–ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე პაპულა თალაკვაძის მემორიალური დაფების განთავსების საკითხები.
კომისისიის სხდომაზე საკრებულოს წევრმა აკაკი გვიანიძემ ინიციატივის სახით სხდომაზე წარადგინა საკითხი ქალაქ ბათუმში, ჭავჭავაძის, ზუბალაშვილის, 26 მაისისა და ლუკა ასათიანის ქუჩებს შორის არსებული სკვერისთვის იოსებ შერვაშიძის სახელის მინიჭების თაობაზე.
კომისიის გადაწყვეტილებით, წყალბურთის კლუბის ლიკვიდაციის და ქ. ბათუმში მელიქიშვილის ქ. N6–ში ლამარა ბოლქვაძის მემორიალური დაფის განთავსების საკითხებს საკრებულო ხვალ, 29 ნოემბერს, მორიგ სხდომაზე განიხილავს, ხოლო დღის წესრიგით გათვალისწინებულ დანარჩენ სამ საკითხს, რომლებზეც კომისიამ ასევე დადებითი რეკომენდაცია გასცა – უახლოეს მორიგ სხდომაზე.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1538
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები