2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ბათუმის მუნიციპალიტეტში დღეს მუნიციპალიტეტის გენდერული თნასწორობის საბჭოს ახალმა შემადგენლობამ პირველი სხდომა გამართა. საბჭოს თავმჯდომარემ ნატალია ზოიძემ წევრებს გენდერული თანასწორობის საბჭოს ახალი სამოქმედო გეგმა და დებულება გააცნო.
სხდომას ესწრებოდნენ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები – გიორგი ჩარკვიანი და თამარ ოგანოვა, რომლებმაც გენდერული მეინსტრიმინგის კვლევის ფარგლებში ადგილზე გამართეს სხდომის მონაწილეთა გამოკითხვა. აღნიშნული კვლევით შემდგომში მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს ადგილობრივი პოლიტიკა შეფასდება.
მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭო საკრებულოს სათათბირო– საკონსულტაციო ორგანოა, რომელიც ,,გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონით და საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად, განიხილავს მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის დაცვის მდგომარეობას, შეიმუშვებს წინადადებებს ადგილზე დისკრიმინაციის პრევენციის, გამოვლენისა და აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად.
მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭო 33 წევრს აერთიანებს, მათ შორის, არასამთავრობო სექტორის, საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლებს.