ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს
08 აგვისტო 2022
 

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ რამაზ ჯინჭარაძე და საკრებულოს წევრებმა დღეს აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს და მეომორიალი ყვავილებით შეამკეს.
ტერიტორიული მთლიანობისთვის თავდადებულ გმირთა მემორიალთან, ქვეყნის ერთიანობისთვის დაღუპულ გმირებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს აჭარის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, საზოგადოების წარმომადგენლებმა, ომის ვეტერანებმა და ომში დაღუპულთა ახლობლებმა.
2008 წლის აგვისტოს ომმა 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ომში დაიჭრა და დაშავდა 2 232 პირი, მათგან 1 045 - სამხედრო მოსამსახურე.
დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე არსებულ ადმინისტრაციულ შენობებზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში დაშვებულია სახელმწიფო დროშები.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1456
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები