2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
საკრებულოში დღეს გამართულ სხდომაზე იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიამ საკრებულოს მორიგ სხდომაზე განსახილველი საკითხების კანონთან შესაბამისობაზე იმსჯელა.
კომისიამ დღის წესრიგით გათვალისწინებულ ყველა საკითხზე, სამართლებრივ ჭრილში, დადებითი რეკომენდაცია გასცა. გამონაკლისი გახლდათ, საკრებულოს წევრის, აკაკი გვიანიძის მიერ, ინიცირების სახით სხდომაზე წარდგენილი პროექტი ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამასთან დაკავშირებით დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნის თაობაზე. კომისიის წევრებმა კენჭისყრისას მხარი არ დაუჭირეს აკაკი გვიანიძის მიერ ინიცირებული საკითხის კომისიის სხდომის დღის წესრიგში შეტანას, ვინაიდან, იურისტების განმარტებით, საკითხი ინიცირებული იყო არაუფლებამოსილი პირის მიერ.
საკრებულოს მორიგი სხდომა ხვალ, 11 საათზე, გაიმართება.