2022 წლის 17 ივნისს, 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მისამართი: ქალაქი ბათუმი, რუსთაველის /ნინოშვილის ქ.32/35, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობა)
ბათუმის საკრებულოში დღეს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა.
სხდომაზე კომისიის წევრებმა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში მოისმინეს, რომელიც კომისიას მერიის განათლების კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსმა მერაბ ქიძინიძემ გააცნო.
სხდომაზე, ასევე, განიხილეს, საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ დღის წესრიგით გათვალისწინებული დადგენილების პროექტი.
კომისიის წევრებმა სხდომაზე წარმოდგენილი საკითხების საკრებულოს სხდომაზე განხილვას მხარი დაუჭირეს.
სხდომას საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ლევან ცხოიძე უძღვებოდა.
ბათუმის საკრებულოს სხდომა ხვალ, 17 ივნისს, 11 საათზე გაიმართება.