2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ბათუმის საკრებულოში დღეს გამართულ საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის სხდომაზე კომისიიის წევრებმა იმსჯელეს განკარგულების პროექტზე, რომლითაც ქ. ბათუმის აღმასრულებელ ორგანოს უნდა მიეცეს თანხმობა ქ. ბათუმში, მაიაკოვსკის ქ. №55/17-ში მდებარე 1242,00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: 05.29.23.029) და ქ. ბათუმში, შალვა დადიანის ქ. №3ა-ში მდებარე 87,00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: 05.29.23.031) კონფიგურაციის რაციონალურ ცვლილებასთან დაკავშირებით. აღნიშნული კონფიგურაციის ცვლილება განაპირობა ქალაქ ბათუმში მდებარე შიდა სატრანსპორტო გზის, შალვა დადიანის ქუჩის გაფართოების და ტროტუარის მოწყობის სამუშაოებმა.
სხდომაზე განიხილეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის სკითხი, კერძოდ: განკარგულების პროექტი ითვალისწინებს ავტოსატრანსპორტო საშუალება - “HYUNDAI SONATA”-ს მარკის ავტომობილის (გამოშვების წელი 2011, სარეგისტრაციო ნომერი #SGG944; საიდენტიფიკაციო ნომერი KMHEC41BBBA281754), რომელიც 2012 წლიდან იმყოფება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სარგებლობაში (თხოვების ფორმით; ბრძ. #02/272; 04.08.2012წ.), სახელმწიფოსთვის საკუთრებაში გადაცემას, შემდგომში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სარგებლობაში გადაცემის მიზნით.
კომისიის წევრებმა იმსჯელეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ახალი ბულვარისათვის“ უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ. როგორც განკარგულების პროექტშია განმარტებული, შპს „ახალი ბულვარისათვის“ ქ. ბათუმში, დასახლება ანგისაში, აეროპორტის გზატკეცილი, ჩიხი I, N48-ში მდებარე ავტოდრომის ტერიტორიის გადაცემა ხელს შეუწყობს საავტომობილო სპორტის განვითარებას და პოპულარიზაციას, საავტომობილო სპორტში ახალგაზრდა თაობის აღზრდას და მათი საერთაშორისო ასპარეზზე გაყვანას, ბავშვებისათვის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების სწავლებას, ქალაქის ქუჩებში მოძრაობის უსაფრთხოების გაზრდას, აღნიშნული სპორტული აქტივობა ხელს შუწყობს ტურიზმის განვითარებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.
სხდომაზე განიხილეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, ალექსანდრე გრიბოედოვის ქ. N30-ში მდებარე N27 ბინის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის უსასყიდლოდ, საკუთრებაში გადაცემის საკითხი. განკარგულების პროექტის მიღების მიზანს წარმოადგენს ,,სახელმწიფოს/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის/ადგილობრივი თვითმმართვე¬ლობის საკუთრებაში არსებული და ფიზიკური პირების მიერ საცხოვრებელ სადგომად გამოყენებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების შემსწავლელი შერეული სამთავრობო კომისიის“ 2021 წლის 29 აპრილის N27 საოქმო გადაწყვეტილებისა და ამავე კომისიის 2021 წლის 29 აპრილის N19 რეკომენდაციის თანახმად, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქალაქ ბათუმში, ალექსანდრე გრიბოედოვის ქ. N30, ბინა N27-ში (ს.კ. 05.23.23.047.01.027) მცხოვრებ ფიზიკურ პირებზე 43,29 კვ.მეტრი საცხოვრებელი ფართის კერძო საკუთრებაში გადაცემა.
კომისიის წევრებმა ასევე განიხილეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების, კერძოდ, ერთი ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალება “ISUZU BOGDAN A092” მარკის ავტობუსის (სარეგისტრაციო ნომერი DD530LL; საიდენტიფიკაციო ნომერი Y7BA092014B000337; გამოშვების წელი 2004) სახელმწიფოსათვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის საკითხი, შემდგომში ქობულეთის მუნიციპალიტეტისათვის საკუთრებაში გადაცემის მიზნით.
სხდომაზე განიხილეს მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტით დამტკიცებული ქვეპროგრამების „საერთაშორისო ფესტივალების მხარდაჭერა“ ფარგლებში კონკურსის ჩატარების პირობების შესახებ არსებულ დებულებაში ცვლილების შეტანის საკითხი, რომლის მიხედვითაც ქვეპროგრამის ასიგნებათა ჯამური მოცულობა განსაზღვრულია 210 000 ლარით, ხოლო თითოეული ღონისძიების განხორციელებისათვის მუნიციპალიტეტის მერიიდან მოთხოვნილი თანხა - არა უმეტეს 35 000 ლარით.
სხდომაზე იმსჯელეს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული, ბაღის I შესახვევი №3-ის მიმდებარედ არსებული 720.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის წესით იჯარით სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე. პროექტის განმარტებაში მითითებულია, რომ შპს ,,BWC“, რომელიც ზემოთაღნიშნულ მისამართზე, 05.34.25.106 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე აწარმოებს სასტუმროს მშენებლობას, ითხოვს ქ. ბათუმში, ბაღის I შესახვევი №3-ის მიმდებარედ არსებული 720.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: 05.34.25.974) 01 წლით სარგებლობაში განკარგვას, რომელსაც სასტუმროს მშენებლობის პერიოდში გამოიყენებს სამშენებლო მიზნებისათვის, ხოლო ხელშეკრულების დასრულების შემდგომ, იღებს ვალდებულებას 3 თვის ვადაში მიწის ნაკვეთზე მოაწყოს დასასვენებელი პარკი. პროექტის მიხედვით, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის წლიური სარგებლობის საფასური განსაზღვრულია 23 000 ლარის ოდენობით და მიწის ნაკვეთის სარგებლობაში გადაცემა მოხდება იმ პირობით, რომ კომპანია შეინარჩუნებს სარგებლობაში გადაცემულ მიწის ნაკვეთზე არსებულ ხე-მცენარეებს და სარგებლობის ხელშეკრულების დასრულებიდან 3 თვის ვადაში ა(ა)იპ „საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოსთან“ შეთანხმებით აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: 05.34.25.974 ) მოაწყობს სკვერს (დასასვენებელი საზოგადოებრივ პარკს), რაშიც განახორილებს არა ნაკლებ 100 000 ლარის ინვესტიციას.
სხდომაზე განიხილეს განკარგულების პროექტი, რომელიც ქ. ბათუმში, ინასარიძის ქუჩის ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩამდე გაგრძელებისათვის განსახორციელებელი ღონისძიებების დამტკიცებას ითვალისწინებს. ასევე, იმსჯელეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სარგებლობის უფლებით, აუქციონის წესით განსაკარგი ქონების საწყისი წლიური სარგებლობის საფასურის განსაზღვრის შესახებ.
კომისიის წევრებმა განიხილეს მრავალშვილიანი ოჯახებისათვის საცხოვრებელი ბინების საკუთრების უფლებით გადაცემის თაობაზე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის საკითხი. კერძოდ, აღნიშნულთან დაკავშირებით ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურის მიერ გამოთხოვილი იქნა საჯარო რესტრის ეროვნული სააგენტოდან ინფორმაცია მრავალშვილიანი ოჯახების ქონებრივი უფლებების შესახებ. აგრეთვე, მოწოდებულ იქნა ჯანდაცვის სამსახურში დაცული დოკუმენტაცია, რომლითაც დგინდება, რომ თამარ დოლიძის და ნიკოლოზ მეტრეველის მრავალშვილიან ოჯახს ჰყავს 6 (ექვსი) შვილი, რის დასადასტურებლადაც წარმოდგენილია დაბადების მოწმობები. ამასთან, დადასტურებულია ის გარემოება, რომ მათი უფროსი შვილის ასაკი არ აღემატება 24 წელს. გარდა აღნიშნულისა, როგორც მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურში იმყოფებიან აღრიცხვაზე 2013 წლიდან. შესაბამისად, აღნიშნული ოჯახი აკმაყოფილებს ქვეპროგრამის კრიტერიუმებს და მათ, მრავალშვილიანი ოჯახის საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში, საკუთრებაში უნდა გადაეცეთ საცხოვრებელი ფართები: ჟ. შარტავას გამზირი №22-ში არსებული 51,20 კვ.მ. ფართის №25 და 51,40 კვ.მ. ფართის №32 საცხოვრებელი ბინები (კორპუსი „ა“; მე-5 სართული; მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 05.27.05.017.01.01.025 და კორპუსი „ა“; მე-5 სართული; მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 05.27.05.017.01.01.032).
სხდომაზე ასევე განიხილეს ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზებო ობიექტების ნუსხასა და პრივატიზაციის გეგმაში შესატანი ცვლილებები.
კომისიის წევრებმა სხდომაზე წარმოდგენილი საკითხების საკრებულოს სხდომაზე განხილვას მხარი დაუჭირეს.
ბათუმის საკრებულოს მორიგი სხდომა ხვალ, 15 ივლისს, 11 საათზე გაიმართება.