ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
სტაჟირება ბათუმის საკრებულოში
12 ივლისი 2021
 

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის სპეციალობის სტუდენტებმა ბათუმის საკრებულოში ერთთვიანი სტაჟირების კურსი დაასრულეს.
დღეს საკრებულოს თავმჯდომარემ სულიკო თებიძემ და თავმჯდომარის მოადგილემ თამაზ სალუქვაძემ სტუდენტებს შესაბამისი სერტიფიკატები გადასცეს და სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვეს.
ლაშა შაინიძე, ლინდა ბერიძე, ალიონა გასიმოვა და ბექა ხიტირი სასწავლო პრაქტიკის კურსს საკრებულოს აპარატის იურიდიულ განყოფილებაში გადიოდნენ.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2498
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები