ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ბათუმის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა
16 ივნისი 2021
 

დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ოთხი საკითხი განიხილეს.
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში დღეს ახალი წევრის უფლებამოსილება ცნეს. საკრებულოს გამოკლებული წევრი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ლევან ანთაძე ნაზი ფუტკარაძემ ჩაანაცვლა. ნაზი ფუტკარაძე 2010-2014 მოწვევის საკრებულოს წევრი და განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე იყო.
სხდომაზე საკრებულომ ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა კომისიის ახალ თავმჯდომარედ ელგუჯა ანდრიაძე აირჩია. კომისიის თავმჯდომარის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც დიმიტრი ჭეიშვილმა 30 მაისს აღნიშნული თანამდებობა დატოვა.
საკრებულომ დღესვე დაამტკიცა ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა კომისიისა და საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის ახალი პერსონალური შემადგენლობები.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2373
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები