ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული
 საკონსულტაციო ორგანოს - სამოქალაქო მრჩეველთა
საბჭოს დებულება

თავი I
ზოგადი დებულებები

მუხლი 1. მოქმედების სფერო
ეს დებულება განსაზღვრავს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს (შემდგომში - საკრებულო) სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს (შემდგომში - საბჭო) უფლებამოსილებებს და საქმიანობის წესს.

მუხლი 2. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს ცნება
მრჩეველთა საბჭო არის საკრებულოს სათათბიროს-საკონსულტაციო ორგანო, რომელიც იქმნება მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველყოფის და თვითმმართველობის გამჭირვალობის მიზნით.

მუხლი 3. საბჭოს პრინციპები და მიზნები:
1. საბჭოს საქმიანობის ძირითადი პრინციპებია:
ა) კანონიერება;
ბ) საჯაროობა;
გ) კოლეგიურობა;
დ) დამოუკიდებელი პასუხისმგებლობა;
ე) ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა ჩართვის უზრუნველყოფა;
ვ) თანასწორობა;
ზ) ანგარიშვალდებულება.
2. საბჭოს მიზანია:
ა) ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველყოფა და საკრებულოს საქმიანობაში საზოგადოებრივი ჩართულობის გაზრდა;
ბ) მუნიციპალიტეტის მოსახლეობასა და საკრებულოს შორის მჭიდრო ურთიერთკავშირის უზრუნველყოფა;
დ) საკრებულოს საქმიანობის ეფექტურობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა;
ე) მოქალაქეთა ინტერესების წარმოდგენა და საკრებულოს საქმიანობაში.


თავი II
საბჭოს უფლებამოსილებები, სტრუქტურა და შემადგენლობა

მუხლი 4. საბჭოს უფლებამოსილება
1. საბჭო უფლებამოსილია:
ა) წინასწარ განიხილოს საკრებულოს სამუშაო გეგმის პროექტები და საკრებულოს ან/და საკრებულოს ბიუროს დღის წესრიგის პროექტები, გამოთქვას თავისი მოსაზრებები და რეკომენდაციები განხილულ პროექტებთან დაკავშირებით;
ბ) შესთავაზოს საკრებულოს ან/და საკრებულოს ბიუროს დღის წესრიგში ცალკეული საკითხების შეტანა;
გ) წინასწარ განიხილოს საკრებულოს სხდომაზე განსახილველი ნორმატიული აქტების პროექტები და გამოთქვას თავის მოსაზრებები;
დ) მოითხოვოს საკრებულოს ბიუროსა და სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს ერთობლივი სხდომის ჩატარება სპეციალური დღის წესრიგით;
ე) მოამზადოს, განიხილოს და წარუდგინოს საკრებულოს და/ან მერს წინადადებები შესაბამის თვითმმართველ ერთეულში არსებული პრობლემების და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ;
ვ) მონაწილეობა მიიღოს თვითმმართველი ერთეულის მოსახლეობის გამოკითხვების და საზოგადოებრივი განხილვების ჩატარების ორგანიზებაში;
ზ) კოორდინაცია გაუწიოს ქალაქ ბათუმის ადმინისტრაციულ ერთეულებში შექმნილ საზოგადოებრივი დარბაზების საქმიანობას;
თ) განიხილოს მნიშვნელოვან სოციალურ-ეკონომიკურ საკითხები და საკრებულოში წარსადგენად მოამზადოს შესაბამის წინადადებები;
კ) განიხილოს მუნიციპალიტეტში მიმდინარე და განხორციელებული პროექტები და საკრებულოსთვის წარსადგენად მოამზადოს შესაბამისი შენიშვნები და წინადადებები;
ლ) ორგანიზება გაუწიოს მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტას, კერძოდ, ტერიტორიის დასუფთავებაში, საქველმოქმედო საქმიანობაში, ინფრასტრუქტურის შეკეთებასა და მოწესრიგებაში და სხვა იმ სფეროებში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვას, რომლებიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, და, საჭიროების შემთხვევაში, დახმარებისთვის მიმართოს მუნიციპალიტეტის ორგანოებს;
მ) საკრებულოს წარუდგინოს წინადადებები მუნიციპალიტეტის განვითარების პრიორიტეტების შესახებ;
ნ) შეიმუშავოს წინადადებები მუნიციპალიტეტში კულტურული ობიექტების ფუნქციონირებასთან დაკავშირებით;
ო) შეიმუშავოს წინადადებები მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა რეაბილიტაციის, საზოგადოებაში ინტეგრაციის, თანაბარი შესაძლებლობებისა და ადაპტირებული გარემოს შექმნის მიმართულებით;
პ) განახორციელოს კოდექსით და ამ დადგენილებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.

მუხლი 5. საბჭოს შემადგენლობა
1. საბჭო შედგება 19 წევრისაგან და მისი შემადგენლობა განისაზღვრება შემდეგი სახით:
ა) მეწარმე იურიდიული პირების წარმომადგენლების კვოტა - 2წევრი;
ბ) არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების კვოტა - 2 წევრი;
გ) მედია ორგანიზაციების წარმომადგენლების კვოტა - 2 წევრი
დ) მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი დარბაზის კვოტა - 13 წევრი.
2. მეწარმე, არასამთავრობო და მასმედიის საშუალებების წარმომადგენლებს ასახელებს უშუალოდ შესაბამის სექტორი და წარუდგენს საკრებულოს.
3. მრჩეველთა საბჭოს წევრთა შერჩევისა და შემადგენლობის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი მოთხოვნები:
ა) მრჩეველთა საბჭოში ერთი სქესის წარმომადგენელთა რაოდენობა 1/3-ზე ნაკლები არ უნდა იყოს;
ბ) მოსახლეობის წარმომადგენლების კვოტით, მრჩეველთა საბჭოში წევრები წარმოდგენილი უნდა იყვნენ ქალაქ ბათუმი მუნიციპალიტეტის 13 უბანში არსებული საზოგადოებრივი დარბაზიდან.
4. საბჭოს წევრები აირჩევიან ორი წლის ვადით და წევრთა რეგისტრაციას ახდენს საკრებულოს აპარატი.


თავი III
საბჭოს თავმჯდომარე, საბჭოს მდივანი, საბჭოს წევრი

მუხლი 6. საბჭოს სპიკერი და მისი უფლებამოსილება
1. საბჭოს სპიკერი საკუთარი შემადგენლობიდან დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით, 2 წლის ვადით, მაგრამ არაუმეტეს საბჭოს უფლებამოსილების ვადისა, ირჩევს საბჭო.
2. საბჭოს სპიკერისკანდიდატურის წარდგენა შეუძლია საბჭოს 3 წევრს;
3. საბჭოს სპიკერი უფლებამოსილია:
ა) მოიწვიოს და გაუძღვეს საბჭოს სხდომებს;
ბ) ხელი მოაწეროს საბჭოს ოქმს და საბჭოს მიერ მიღებულ სხვა დოკუმენტებს;
გ) უზრუნველყოს საბჭოს გადაწყვეტილების საკრებულოს თავმჯდომრისათვის წარდგენა;
დ) მოახდინოს საკითხის ინიციირება, მონაწილეობა მიიღოს დებატებში, დასვას შეკითხვები მომხსენებელთან და თანამომხსენებელთან, გააკეთოს განმარტება, განცხადება ან/და მიმართვა;
ე) ისარგებლოს ამ დებულებით დადგენილი სხვა უფლებამოსილებებით.
4. საბჭოს სპიკერის საქმიანობა არ ანაზღაურდება.
5. საბჭოს სპიკერი არყოფნის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებას მისივე დავალებით ახორციელებს საბჭოს ერთ-ერთი წევრი. ასეთი დავალების მიუცემლობის შემთხვევაში კი - საბჭოს მდივანი (საბჭოს სხდომებს შორის პერიოდში), ან სხდომაზე არჩეული საბჭოს ერთ-ერთი წევრი.

მუხლი 7. საბჭოს სპიკერის უფლებამოსილების შეწყვეტა
1. საბჭოს სპიკერს უფლებამოსილება შეუწყდება:
ა) საკუთარი განცხადებით;
ბ) საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტის გადაწყვეტილებით;
გ) საბჭოს წევრობის შეწყვეტის შემთხვევაში.


მუხლი 8. საბჭოს მდივანი
1. საბჭო, საკუთარი შემადგენლობიდან დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, ღია კენჭისყრით, 2 წლის ვადით, მაგრამ არაუმეტეს საბჭოს უფლებამოსილების ვადისა, ირჩევს საბჭოს მდივანს.
2. საბჭოს მდივნის კანდიდატურის წარდგენა შეუძლია საბჭოს 2 წევრს.
3. საბჭოს მდივნის არყოფნის შემთხვევაში, საბჭოს მდივნის უფლებამოსილებებს მისივე დავალებით ახორციელებს საბჭოს ერთ-ერთი წევრი.
4. საბჭოს მდივანი:
ა) ორგანიზებას უწევს საბჭოს სხდომის მოწვევას;
ბ) საბჭოს სხდომის მოწვევის შესახებ განცხადებას/ინიციატივას დასარეგისტრირებლად გადასცემს გამგეობის ადმინისტრაციულ სამსახურს;
გ) უზრუნველყოფს საბჭოს სხდომის ოქმის შედგენას და გაფორმებას;
დ) აცნობს სხდომის ოქმს სხდომაზე დამსწრე წევრებს;
ე) უზრუნველყოფს საბჭოს დასკვნის შედგენას და გაფორმებას;
ვ) ასრულებს სხდომის სპიკერის მოვალეობას საბჭოს სპიკერის არყოფნის შემთხვევაში ამ დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად;
ზ) ახორციელებს სხვა ორგანიზაციულ ფუნქციებს.
5. საბჭოს მდივნის საქმიანობა არ ანაზღაურდება.

მუხლი 9. საბჭოს მდივნის უფლებამოსილების შეწყვეტა
1. საბჭოს მდივანს უფლებამოსილება შეუწყდება:
ა) საკუთარი განცხადებით;
ბ) საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტის გადაწყვეტილებით;
გ) საბჭოს წევრობის შეწყვეტის შემთხვევაში.

მუხლი 10. საბჭოს წევრი უფლებამოსილება
1. საბჭოს წევრი ულფებამოსილია:
ა) დაესწროს და წინასწარი წერილობითი მიმართვის გარეშე მონაწილეობა მიიღოს საკრებულოს, საკრებულოს კომისიის, საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფის სხდომაზე საკითხის განხილვის დებატებში, დასვას შეკითხვები მომხსენებელთან და თანამომხსენებელთან, გააკეთოს განმარტება, განცხადება, ინფორმაცია ან მიმართვა;
ბ) შევიდეს და გადაადგილდეს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ადმინისტრაციულ შენობაში, ამ ორგანოს საჯარო მოსამსახურეთათვის დაწესებული რეჟიმის (სპეციალურის გარდა) ფარგლებში;
გ) შეუფერხებლად შეხვდეს თვითმმართველობის თანამდებობის პირებს, გამოითხოვოს და მიიღოს საჭირო ინფორმაცია სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს უფლებამოსილებასთან დაკავშირებულ საკითხებზე;
დ) საკრებულოს, საკრებულოს კომისიას, საკრებულოს დროებით სამუშაო ჯგუფს წერილობით წარუდგინოს თავისი შენიშვნები და მოსაზრებები ნორმატიული აქტის პროექტის თაობაზე, რომლებიც უნდა დაერთოს ნორმატიული აქტის პროექტს;
ე) ისარგებლოს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს დებულებით დადგენილი სხვა უფლებამოსილებებით.


მუხლი 11. საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა
1. საბჭოს წევრს უფლებამოსილება შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) პირადი განცხადება;
ბ) მრჩეველთა საბჭოს წევრობაზე წარმომდგენი მეწარმე იურიდიული პირის ან არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ მრჩეველთა საბჭოში მისი წარმომადგენლობის გაწვევა (ამ შემთხვევაში შესაბამისი მეწარმე იურიდიული პირი ან არასამთავრობო ორგანიზაცია წარმოადგენს ახალ წარმომადგენელს, წევრობის უფლებამოსილების ვადით);
გ) უფლებამოსილების ვადი გასვლა;
დ) გარდაცვალება ან იურიდიული პირის ლიკვიდაცია;
ე) სასამართლოს მიერ მისი შეზღუდულქმედუნარიანად ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება, გარდაცვლილად გამოცხადება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
ვ) მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;
ზ) საბჭოს სხდომის ზედიზედ 3-ჯერ არასაპატიო მიზეზით გაცდენა;
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში, მრჩეველთა საბჭოს წევრობაზე წარმომდგენი მეწარმე იურიდიული პირის ან არასამთავრობო ორგანიზაცია ვალდებულია 10 დღის ვადაში ადმინისტრაციას წარუდგინოს ინფორმაცია მრჩეველთა საბჭოში მისი ახალი წარმომადგენლის შესახებ. ამ ვადაში ახალი წარმომადგენლის წარუდგენლობის შემთხვევაში, მრჩეველთა საბჭოს ახალი წევრის შერჩევა ხდება ამ დებულებით დადგენილი წესის შესაბამისად.
3. მრჩეველთა საბჭოს წევრობის შეწყვეტის შემთხვევაში, მრჩეველთა საბჭოს ახალი წევრის შერჩევა ხდება ამ დებულებით დადგენილი წესის შესაბამისად.


თავი IV
საბჭოს საქმიანობა, სხდომის მოწვევა და გადაწყვეტილების მიღება

მუხლი 12. საბჭოს სხდომის მოწვევის უფლების მქონე სუბიექტები
1. საბჭოს სხდომას მოიწვევს და წარმართავს საბჭოს სპიკერი. მრჩეველთა საბჭო აგრეთვე მოიწვევა:
ა) საკრებულოს თავმჯდომარის ან საკრებულოს კომისიის თავმდჯომარის ინიციატივით;
ბ) სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრთა არანაკლებ 1/3-ის მოთხოვნით;
გ) საზოგადოებრივი დარბაზის გადაწყვეტილებით.
2. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და“ბ“ ქვეპუნტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მრჩეველთა საბჭოს სხდომა მოწვეული უნდა იქნეს ინიციატივის წარდგენიდან არაუგვიანეს 3 დღეში. თუ ამ ვადაში მრჩეველთა საბჭოს სპიკერი არ მოიწვია სხდომა, საბჭოს წევრები უფლებამოსილი არიან შეიკრიბონ. ამ შემთხვევაში მრჩეველთა საბჭოს სხდომას ხელმძღვანელობს საბჭოს უხუცესი წევრი.

მუხლი 13. საბჭოს სხდომის მოწვევა
1. მრჩეველთა საბჭოს მოიწვევა საბჭოს თავმჯდომარის მიერ საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ, 3 თვეში ერთხელ.
2. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა უმრავლესობა. გადაწყვეტილება მიიღება სხდომაზე დამსწრე საბჭოს წევრთა ხმათა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საბჭოს წევრთა სიითი შემადგენლობის 1/3-სა. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში სხდომის სპიკერს ენიჭება უპირატესი ხმის უფლება.
3. საბჭოს სხდომები ღიაა და მასზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ პირს.
4. საბჭოს სხდომის თარიღის, გამართვის ადგილისა და დღის წესრიგის შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება სხდომამდე, 2 დღით ადრე მაინც, საბჭოს და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოფიციალურ ვებგვერდზე.
5. მრჩეველთა საბჭოს სხდომის თარიღის, გამართვის ადგილისა და დღის წესრიგის შესახებ, მრჩეველთა საბჭოს წევრებს ინფორმაცია მიეწოდებათ სხდომამდე, 3 დღით ადრე მაინც, ელექტრონული ფოსტის ან/და სატელეფონო შეტყობინების გზით.

მუხლი 14. საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღება
1. საბჭოს სხდომას წარმართავს საბჭოს სპიკერი.
2. საკითხის ინიციირების უფლება აქვს საბჭოს წევრს, საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეს და არანაკლებ 3 საკრებულოს წევრს.
3. საბჭო უფლებამოსილია თუ სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი, საბჭოს გადაწყვეტილებები და რეკომენდაციები ფორმდება ოქმების სახით, რომლებსაც ხელს აწერენ სხდომის სპიკერი და სხდომის მდივანი.
4. საბჭოს სხდომის ოქმში უნდა აღინიშნოს:
ა) სხდომის ჩატარების თარიღი, დრო და ადგილი;
ბ) სხდომის დაწყების და დასრულების დრო;
გ) სხდომაზე დამსწრე საბჭოს წევრების სია;
დ) სხდომის დღის წესრიგით განსახილველ საკითხთა ნუსხა;
ე) სხდომაზე განხილული საკითხები და კენჭისყრის შედეგები;
ვ) სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება.
5. საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სარეკომენდაციო ხასიათისაა, ის წარედგინება საკრებულოს მიღებიდან 7 დღის განმავლობაში და ქვეყნდება საბჭოს და საკრებულოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
 
მუხლი 15. საბჭოს ანგარიშვალდებულება
1. საბჭო ანგარიშვალდებულია საზოგადოების წინაშე, ამისთვის ის კვარტალში ერთხელ წარადგენს ელექტრონულ ანგარიშს, რომელიც ქვეყნდება საბჭოს და საკრებულოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
2. საბჭო წელიწადში ერთხელ წარსდგება საჯარო განხილვის ფორმატით წლიური ანგარიშით საზოგადოების წინაშე, რომელიც ასევე ქვეყნდება საბჭოს და საკრებულოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

 

 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები