2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებიდან რვა წელი გავიდა. აგვისტოს ომში დაღუპული გმირები ბათუმში დღეს კიდევ ერთხელ გაიხსენეს. დაღუპული მეომრების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივის მიაგეს ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი ჭეიშვილმა და საკრებულოს წევრებმა, აჭარის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებმა, ბათუმის მერმა, საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა, აგვისტოს ომის მონაწილეებმა, დაღუპულთა ოჯახის წევრებმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა. ჯავახიშვილის ქუჩაზე არსებულ სკვერში ღონისძიების მონაწილეებმა სიმბოლური მემორიალური დაფა გვირგვინებითა და ყვავილებით შეამკეს. შესრულდა საქართველოს ჰიმნი.
2008 წლის 7 აგვისტოს დაწყებული საომარი მოქმედებები რუსეთის ხელისუფლების მხრიდან საჰაერო და სახმელეთო ძალების საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრით დასრულდა. ამ ტერიტორიების დიდი ნაწილი, ამ დრომდე ოკუპირებულია.
აგვისტოს მოვლენებს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 169 სამხედრო და 14 პოლიციელი ემსხვერპლა. საომარი მოქმედებების დროს საკუთარი სახლები იძულებით 150 000-მდე ადამიანმა დატოვა. მათგან 30 000-მდე მოქალაქე დღემდე დევნილობაში რჩება. აჭარის რეგიონიდან აგვისტოს ომში 16 მეომარი დაიღუპა.