ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
საკრებულოს კომისიის სხდომა
19 ნოემბერი 2015
 

18 და 19 ნოემბერს საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიამ შესაბამის სფეროში ბათუმის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებულ ქვეპროგრამებზე იმსჯელა.
18 ნოემბერს გამართულ კომისიის სხდომაზე  პროფესიული განვითარებისა და უმაღლესი განათლების, კულტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით წარმოდგენილი ქვეპროგრამები, ასევე, ა(ა)იპ ბათუმის კულტურის ცენტრისა და ადგილობრივი მნიშვნელობის ბიბლიოთეკების განვითარების ხელშეწყობის პროგრამები, შესაბამისად, ბათუმის მერიის სამსახურების ხელმძღვანელებმა - ბათუმის მერიის განათლებისა და კულტურის განყოფილების უფროსმა ლამზირა ბოლქვაძემ, ბათუმის კულტურის ცენტრის დირექტორმა ჯონი საბაშვილმა და ა(ა)იპ აკაკი წერეთლის სახელობის ქ. ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორმა გენო მახარაძემ წარადგინეს.
დღევანდელ სხდომაზე ა(ა)იპ ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორის მოადგილემ საფინანსო და სამეურნეო დარგში, მამუკა შამილიშვილმა სკოლამდელი განათლების ქვეპროგრამით გათვალისწინებულ ბიუჯეტის პროექტზე ისაუბრა, ახალგაზრდობისა და სპორტის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ბიუჯეტის პროექტით განსახილველ ქვეპროგრამებზე კი - მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილების უფროსმა ია შალამბერიძემ.
ა(ა)იპ ბათუმის სპორტული ცენტრის დირექტორმა ირაკლი ბერიძემ კომისიის წევრებს ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებული ქვეპროგრამა გააცნო.
ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოში განსახილველად 15 ნოემბერს შემოვიდა. ამჟამად საკრებულოს კომისიებსა და ფრაქციებში მისი განხილვის პროცესი მიმდინარეობს.
კომისიის წევრებმა განხილვებისა და მსჯელობის შემდეგ, განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის სფეროში ბიუჯეტის პროექტით წარმოდგენილ ქვეპროგრამებს, გარკვეული შენიშვნებით, დადებითი რეკომენდაცია მისცეს

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 8265
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები