2023 წლის 25 იანვარს დღის 11:00 საათზე გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ბათუმის გენდერული საკონსულტაციო საბჭოსა და არასამთავრობო ორგანიზაცია ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით დღეს მგვალი მაგიდა გაიმართა.
შეხვედრის მონაწილეებმა გენდერული საკონსულტაციო საბჭოს ორწლიანი მუშაობა შეაჯამეს და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს, ასევე, გაეცნენ საბჭოს მიერ ჩატარებული კვლევების შედეგად მიღებულ დასკვნებსა და რეკომენდაციებს.
როგორც ბათუმის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო ბერაძემ განაცხადა, საბჭო უახლოეს პერიოდში კონკრეტულ წინადადებებს შეიმუშავებს, რომელებსაც საკრებულოს წარუდგენს დასამტკიცებლად. პროექტები, ძირითადად, შეეხებაადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობას მუნიციპლური პროექტების დაგეგმარებაში და ქალთა მონაწილეობის გაზრდას გადაწყვეტილების მიღების პროცესში.