ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ინფრასტრუქტურის განვითარების კომისია
22 ნოემბერი 2024
 

საკრებულოს ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის სხდომაზე ბათუმის 2024 წლის კორექტირებული ბიუჯეტის საკითხზე იმსჯელეს.
სხდომაზე წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, ხორციელდება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2024 წლისათვის ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით მისაღები შემოსულობების და გასაწევი გადასახდელების ნუსხის დამტკიცება საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესაბამისად. კერძოდ, წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის გადასახდელების საერთო მოცულობა არ იცვლება, ცვლილებები განხორციელდება მხოლოდ ცალკეულ საბიუჯეტო პროგრამებში/ქვეპროგრამებში;
სხდომაზე ასევე განიხილეს ქალაქ ბათუმში, ადლიის ქ. N59-ში და ადლიის III ჩიხი N1-ში მდებარე მიწის ნაკვეთებზე განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების საკითხი. საპროექტო მიწის ნაკვეთზე არსებული შენობის ნაცვლად დაგეგმილია მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა, სადაც განთავსებული იქნება 370 ბინა, ერთი საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტი და მიწისქვეშა და მიწისზედა ავტოსადგომები;
განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების თაობაზე იმსჯელეს თამარ მეფის გზატკეცილზე მდებარე მიწის ნაკვეთთან მიმართებაშიც, სადაც შპს ,,ბათუმი ცენტრალის” მიერ დაგეგმილია მიწის ნაკვეთის ერთ ნაწილში არსებული შენობა-ნაგებობების ნაცვლად მრავალსართულიანი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის განთავსება. საცხოვრებელი ბინების გარდა, ობიექტზე განთავსდება საზოგადოებრივი დანიშნულების ფართები, ასევე მიწისქვეშა ავტოსადგომები. დაგეგმილია ღია ავტოსადგომების, სათანადო ინფრასტრუქტურის, შიდა გზების და გამწვანების მოწყობაც;
სხდომაზე განიხილეს ქალაქ ბათუმში, ჟიული შარტავას ქ. N21; 21ა; 23; 25-ში, გენერალ ასლან აბაშიძის ქ. N16გ; 16დ; ბაგრატიონის ქ. N133ა-ში მდებარე მიწის ნაკვეთებზე განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების საკითხი. პროექტის მიხედვით, აღნიშნულ ტერიტორიაზე შპს ,,მტზ - კომპანის’’ მიერ დაგეგმილია მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა, მათ შორის, განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის სიდიდის ცვლილება დადგენილი 4,6-დან 12,5-მდე, ასევე, მაქსიმალური სიმაღლეების და სხვა პირობების განსაზღვრა;
კომისიამ განიხილა ქ. ბათუმში, აღმაშენებლის ქ. N13; N13ქ; ქ.N13ლ; ქ.N13ნ; ქ.N13ო-ში მდებარე მიწის ნაკვეთებზე განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია (შპს ,,სონა”). პროექტის მიხედვით, აღნიშნული გეგმარებითი ერთეულის ფართობი შეადგენს 33589,0 კვ.მ-ს და შედგება 21 საკადასტრო ერთეულისაგან. საპროექტო ტერიტორიაზე იგეგმება სრულყოფილი ინფრასტრუქტურის მქონე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსის მოწყობა;
სხდომაზე იმსჯელეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის კონკრეტული უფლებრივი ზონირების რუკასა და განკარგულებით დამტკიცებულ რეგლამენტში ტექნიკური ცვლილების შეტანის საკითხზე.
კომისიის წევრებმა იმსჯელეს საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით გათვალისწინებული განაშენიანების დეტალური გეგმის საფუძველზე, განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) გადამეტებისას მაკომპენსირებელი ღონისძიების განსაზღვრის საკითხების მოწესრიგების თაობაზე, საქართველოს მთავრობის 2023 წლის 17 ოქტომბრის N403 დადგენილებასთან შესაბამოსობაში მოყვანის მიზნით.
კომისიამ განიხილა ქ. ბათუმში, ალ. პუშკინის ქუჩა N37, N37ა, 37/39, 35დ-ში და საზოგადოებრივი სივრცის ნაწილზე მდებარე მიწის ნაკვეთებზე განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის დამტკიცების საკითხი. აღნიშნულ ტერიტორიაზე შპს ,,ჰოლანდიური სახლი ბათუმის’’ მიერ დაგეგმილია მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა, რომელშიც ბინების გარდა, განთავსდება საზოგადოებრივი დანიშნულების ფართები, ასევე მოეწყობა მიწისქვეშა ავტოსადგომები და შიდა გზები;
კომისიამ განიხილა ქალაქ ბათუმში, ცოტნე დადიანის ქ.N1-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების საკითხი. პროექტის მიხედვით, აღნიშნულ ტერიტორიაზე შპს ,,კომფორტმშენი’’ გეგმავს მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას. განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გადამეტებისათვის პროექტით განსაზღვრულია მაკომპენსირებელი ღონისძიებაც.
კომისიის წევრებმა სხდომაზე წარმოდგენილი საკითხების საკრებულოს მორიგ სხდომაზე განხილვა მიზანშეწონილად მიიჩნიეს.
სხდომას ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის თავმჯდომარე Mindia Goguadze / მინდია გოგუაძე უძღვებოდა.
ბათუმის საკრებულოს მორიგი სხდომა ორშაბათს, 25 ნოემბერს, 11 საათზე გაიმართება.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 168
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები