2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ინფრასტრუქტურის კომისიის წევრებმა ბათუმის მიმდინარე წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები განიხილეს.
წარმოდგენილი პროექტით, კორექტირების შედეგად ბათუმის ბიუჯეტი 7,000,8 ათასი ლარით იზრდება. ცვლილება იგეგმება როგორც შემოსულობებში, ასევე გადასახდელების ცალკეულ პროგრამებსა და ქვეპროგრამებში როგორც ინფრასტრუქტურის, ისე განათლების და ჯანდაცვის მიმართულებით.
ინფრასტრუქტურის ნაწილში გაზრდილი დაფინანსება მოხმარდება გზების, ქუჩების, ტროტუარების მიმდინარე მოვლა-პატრონობას, საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციასა და კაპიტალურ მშენებლობას, საგზაო ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვის ღონისძიებებს, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხარდაჭერასა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას, ქალაქის ურბანული ინფრასტრუქტურის მოვლა შენახვას, პარკების, სკვერებისა და მოედნების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციასა და მშენებლობას, სასპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობასა და რეაბილიტაციას.
კომისიამ განიხილა ქალაქ ბათუმში, ანგისის ქ. N4-ში; ანგისის I ჩიხი N2, N4, N4ა, N4ბ-ში; ანგისის ქ. N2; კობალაძის ქ. N18-ში არსებულ მიწის ნაკვეთებზე (ს/კ N05.32.12.273, N05.32.01.288, N05.32.01.754, N05.32.11.756, N05.32.01.755; N05.32.12.113; N05.32.12.216) განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების საკითხი. კერძოდ, აღნიშნულ ტერიტორიაზე შპს ,,ემ ბილდინგ ბათუმის’’ მიერ დაგეგმილია მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა, რომელიც დატვირთული იქნება ავტოსადგომით, კომერციული და საცხოვრებელი ფუნქციით.
კომისიამ იმსჯელა ქ.ბათუმში მდებარე მიწის ნაკვეთებზე (ს.კ: 05.27.39.018; 05.27.39.044; 05.27.39.008; 05.27.39.025; 05.27.39.026), ავარიული შენობების ჩანაცვლების მიზნით, შპს ,,ბივისის’’ მიერ წარმოდგენილ მრავალბინიანი საცხოვრებელი შენობის მშენებლობისთვის განაშენიანების დეტალურ გეგმის დამტკიცების საკითხზე, ასევე - ბათუმში, გრიბოედოვის ქ. N62-ში, გრიბოედოვის ქ. N64, N64ა-ში მდებარე დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულების მიზნით შპს ,,ჯბს’’-ისა და შპს ,,გთემ კონსტრაქშენ’’-ისთვის დროებითი ხელშემწყობი ღონისძიებების დამტკიცების თაობაზე.
სხდომას ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე მინდია გოგუაძე უძღვებოდა.