საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში, ძველი საიტის სანახავად ეწვიეთ ბმულს.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო - BATUMI MUNICIPALITY CITY COUNCIL

ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის ორგანიზებით გამართული YRC აკადემიის დასკვნითი ეტაპის პანელური შეხვედრა

ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის ორგანიზებით გამართული YRC აკადემიის დასკვნითი ეტაპის პანელური შეხვედრა

24 ივნისი 2026

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ივანე მაისურაძე  ბათუმში ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის ორგანიზებით გამართული YRC აკადემიის დასკვნითი ეტაპის პანელურ შეხვედრაში  მონაწილეობდა.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის დირექტორი ნინო დოლიძე და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძე.  
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ახალგაზრდებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია ტურისტული სეზონისთვის ქალაქის მზადყოფნის, ტურიზმის სფეროში არსებული შესაძლებლობებისა და მათთვის საინტერესო სხვადასხვა სერვისის შესახებ.
YRC აკადემია ახალგაზრდებისთვის რამდენიმე დღის განმავლობაში ატარებდა ტრენინგ-სემინარებს  ტურიზმისა და მომსახურების მენეჯმენტის მიმართულებით, რომელსაც ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე, მასობრივი კომუნიკაციების დოქტორი, სრული პროფესორი, ტრენერი და აჭარაში მოქმედი დამოუკიდებელი გიდი თამარ ორაგველიძე უძღვებოდა. 
პროექტის მიზანს აღნიშნულ  სფეროში ახალგაზრდებისთვის საჭირო ცოდნისა და პრაქტიკული უნარების განვითარება, მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომების გაცნობა და მათი პროფესიული შესაძლებლობების გაძლიერება წარმოადგენდა.
ღონისძიების დასასრულს YRC აკადემიაში ჩართულ 20 ახალგაზრდას სერტიფიკატები გადაეცათ

ანონსი
საკრებულოს მორიგი სხდომა

30 ივნისს, 11 საათზე,  გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა 
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№37, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა)