საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „ინოვაციები სასამართლო ექსპერტიზაში 2026“
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ივანე მაისურაძე ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ორგანიზებით გამართულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას - „ინოვაციები სასამართლო ექსპერტიზაში 2026“ დაესწრო.
კონფერენციის გახნისას ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელმა გიორგი მურვანიძემ სასამართლო ექსპერტიზის სფეროში თანამედროვე მიდგომების, ინოვაციური მეთოდებისა და უახლესი ტექნოლოგიების დანერგვის, ასევე საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ.
ღონისძიების ფარგლებში დელეგატებმა და სტუმრებმა დაათვალიერეს სასამართლო ექსპერტიზის სფეროში მსოფლიოს წამყვანი კომპანიების მიერ წარმოდგენილი თანამედროვე საექსპერტო ტექნიკა და ლაბორატორიული აღჭურვილობა, სადაც ინოვაციური ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები იყო წარმოდგენილი.
კონფერენციაში 170-მდე დელეგატი მონაწილეობდა, მათ შორის, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 55 წარმომადგენელი - ექსპერტიზის სფეროს წამყვანი სპეციალისტები, მეცნიერები, აკადემიური წრეებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას აჭარის მთავრობის, ადგილობრივი თვითმმართველობებისა და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
30 ივნისს, 11 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№37, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა)













