საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში, ძველი საიტის სანახავად ეწვიეთ ბმულს.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო - BATUMI MUNICIPALITY CITY COUNCIL

საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის სხხდომა

საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის სხხდომა

29 ივნისი 2026

ბათუმის საკრებულოში დღეს გამართულ საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის სხხდომაზე კომისიის წევრებმა განიხილეს განკარგულების პროექტი, რომელიც ქალაქ ბათუმში, კონსტიტუციის ქუჩა №4-ში, ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ჩანაცვლების მიზნით განსახორციელებული ქალაქთმშენებლობითი ღონისძიებების ფარგლებში იმავე ადგილას აშენებულ შენობა-ნაგებობაში არსებული საცხოვრებელი ბინის სანაცვლო ქონების სახით გადაცემას ითვალისწინებს. პროექტში აღნიშნულია, რომ  ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ავარიული სახლების მდგომარეობის შემსწავლელი მუდმივმოქმედი საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული ქონების სანაცვლოდ, მესაკუთრეს შესაძლებელია გადაეცეს გაზრდილი ფართი არაუმეტეს 15 კვ.მ-ისა. შესაბამისად, კონსტიტუციის ქუჩა №4-ში, ერთ-ერთ მესაკუთრეს იმავე ადგილას ასაშენებულ შენობა-ნაგებობაში, გადაეცემა  გაზრდილი ფართი.
კომისიამ განიხილა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების განკარგვასთან დაკავშირებით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის საკითხი. პროექტის მიხედვით, იგეგმება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტსა და ა(ა)იპ „ფონდი ბათუმის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრს“ შორის 2019 წლის 11 თებერვალს დადებული ხელშეკრულების გაგრძელება და  მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, 26 მაისის ქ. N106-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების  ა(ა)იპ „ფონდი ბათუმის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრისთვის“ გადაცემა 10 წლის ვადით და შესაბამისი სარგებლობის წლიური საზღაურის  განსაზღვრა სიმბოლური 300 ლარის ოდენობით.
კომისიის წევრებმა წარმოდგენილი საკითხების საკრებულოს სხდომაზე განხილვა მიზანშეწონილად მიიჩნიეს. 
სხდომას საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის თავმჯდომარე გოჩა მგელაძე უძღვებოდა

ანონსი
საკრებულოს მორიგი სხდომა

30 ივნისს, 11 საათზე,  გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა 
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№37, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა)