საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში, ძველი საიტის სანახავად ეწვიეთ ბმულს.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო - BATUMI MUNICIPALITY CITY COUNCIL

დოკუმენტური ფილმის „სადაც ქალაქზე ფიქრობენ“ პრემიერა

დოკუმენტური ფილმის „სადაც ქალაქზე ფიქრობენ“ პრემიერა

17 ივნისი 2026

ბათუმის ხელოვნების მუზეუმში დოკუმენტური ფილმის „სადაც ქალაქზე ფიქრობენ“ პრემიერა გაიმართა.
ფილმი მიეძღვნა ქალაქ ბათუმის თვითმმართველობის ისტორიას და მასში ასახულია წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს ჩამოყალიბების  ძირითადი ეტაპები, მისი როლი და მნიშვნელობა ქალაქის ცხოვრებაში.
დოკუმენტური ფილმი ბათუმის მერიის „თავისუფალი ინიციატივების“ პროგრამის ფარგლებში შეიქმნა. სცენარის ავტორი და რეჟისორი ლიკა აროშიძეა, იდეის ავტორი კი - ბათუმის საკრებულოს ფრაქცია ,,ხალხის ძალა"-ს თავმჯდომარე ნინო ცხვარაძე. 
ფილმის პრემიერას საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნატალია ზოიძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლესთან, სოფიო ბაკურიძესთან ერთად დაესწრო. პრეზენტაციას ასევე ესწრებოდნენ საკრებულოს წევრები, 
აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილეები ლადო მგალობლიშვილი და ირმა აბულაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი აჩიკო ბერიძე, ბათუმის მერის მოადგილე სოფო ხალვაში, აჭარის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების, თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები

ანონსი
საკრებულოს მორიგი სხდომა

30 ივნისს, 11 საათზე,  გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა 
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№37, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა)